საგანგაშო ინფორმაცია - "საქართველოში ადამიანებს რაღაც ანადგურებთ” - რას ყვება თურქეთის კლინიკის ექიმი
თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩეველი, მალინა ბერიკაშვილი fortuna.ge-სთან საუბრობს იმ კატასტროფული რეალობის შესახებ, რომლის წინაშეც ქართველი ერი დგას. მისი თქმით, საქართველოდან წასული პაციენტების უმრავლესობა სიმსივნით არის დაავადებული. როგორც მალინა ბერიკაშვილი ამბობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონკრეტულად მის კლინიკაში საქართველოდან მიმართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი და საშუალოდ თვეში 50-80 პაციენტიდან მხოლოდ ათია მსუბუქი დიაგნოზით, დანარჩენს კი სიმსივნე აქვს. ჩვენი რესპონდენტი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზეც, რომ კატასტროფულადაა გაზრდილი ლეიკემიის დიაგნოზიც.
მალინა ბერიკაშვილი:
კატასტროფული მდგომარეობაა და ძალიან აღელვებული ვისაუბრებ ამის შესახებ. მეშვიდე წელიწადია, ვმუშაობ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, ამ დრომდე საქართველოს კოორდინატორი ვიყავი, ერთი თვეა, რაც დამაწინაურეს და გავხდი კლინიკის დირექტორის მრჩეველი.
ბოლო ორი წელიწადია, თვეში 20 პაციენტიდან ავედით 50-80 პაციენტზე, იანვრის მერე 50-ზე ნაკლები მომართვა არ გვქონია და საშუალოდ, ათი ადამიანის გარდა, ვინც შესამოწმებლად ჩამოდის, ყველას სიმსივნის დიაგნოზი აქვს. ყოველ დღე მირეკავენ ადამიანები, რომელთაც სიმსივნის დიაგნოზი აქვთ. ყველაზე უცნაური არის ის, რომ მცირე ხნის წინ ერთი ქალბატონი გახლდათ მამოლოგთან, გადაიმოწმა მკერდი და ყველაფერი წესრიგში იყო, ოთხი თვის შემდეგ მას ექიმთან დაბრუნებამ მოუწია, რადგან ხელით მოისინჯა მკერდზე რაღაც. მას აღმოაჩნდა კვანძი, რომელიც არის სიმსივნური, მაღალი რისკის შემცველი. თუ ჰაერში არ არის რაღაც მომწამვლელი ნივთიერება, ასე სწრაფად სიმსივნე ვერ განვითარდებოდა. გავიდეთ თბილისში, როგორი გამონაბოლქვია…
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ბავშვებს თმა სცვივათ. გადავამოწმეთ და თმაში ტყვია იყო. ანალიზები გერმანიაში, აშშ-ში გადავამოწმეთ… საქმე ისაა, რომ ტყვია მეტრს ქვევით ილექება და ყველაზე მეტად ბავშვებს უქმნის უდიდეს პრობლემას. როცა პატარას ეტლით ასეირნებთ, ცენტრალურ გამზირებზე, ეს ძალიან საშიშია.
გადახედეთ საკვებს, ზეთს ზეთის გემო არა აქვს, კარაქს კარაქის. მე თურქეთში ვცხოვრობ და ისეთი გულმძმარვა საჭმლისგან არასდროს მქონია, როგორიც თბილისში მაქვს ხოლმე. ძალიან მიჭირს თბილისში ჭამა.
დაბალი დონისაა ჰიგიენური საშუალებები, თმის საღებავი, შამპუნი, კბილის პასტა, სარეცხი საშუალებები, რომლებიც სარეცხსაც ვერ რეცხავს და რას შეიცავს, არავინ იცის,- ყველაფერი უნდა შემოწმდეს, რაც ქვეყანაში შემოდის.
ამას წინათ მე და ჩემი დირექტორი დავსხედით და დავსვით კითხვა, რატომ მოდის ამდენი სიმსივნიანი პაციენტი საქართველოდან, რატომ არის ლეიკემიის ასეთი მაღალი სტატისტიკა. მხოლოდ 2018 წელს ჩვენს კლინიკაში 15 ადამიანს გავუკეთეთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც ლეიკემიის დროს კეთდება. ყველა თვეში მინიმუმ ორ ლეიკემიიან ადამიანს ვიღებთ, აქ სხვა ცნობილი კლინიკებიცაა და დარწმუნებული ვარ, მათაც მაღალი მიმართვიანობა აქვთ… აღარაფერს ვამბობ თბილისში ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომელთაც არ აქვთ საშუალება, სხვა ქვეყნებში გაემგზავრონ სამკურნალოდ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=178002-%E1%...%83%9B%E1%83%98