
მაკა ჩიჩუა “რუსთავი 2”-თან ტელეკომპანიის თანამშრომლების მხარდასაჭერად მივიდა
19:17 03-03-2017
ამ ფონზე, როცა ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, რატომ უნდა გავაფუჭოთ ჩვენი მომავალი?! - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მივიდა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მაკა ჩიჩუას აზრით, არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ დაუდგება გვერდში იმას, რაც ხდება და ყველა ეჭვის თვალით შემოგვხედავს.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, არ დავაზარალოთ თავისუფალი სიტყვა. დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, ისეთმა კრიტიკულმა ტელევიზიამ, როგორიც არის “რუსთავი 2”, იარსებოს იმ გუნდთან ერთად, რაც დღეს არის მთელი შემადგენლობით