
Cities in Motion 2 - პოპულარული ურბანული სიმულატორი, სადაც მომხმარებელს მოუწევს სატრანსპორტო ქსელების შექმნა. თამაშის მეორე ნაწილში შემქმნელებმა იზრუნეს დღის და ღამის ცვალებადობაზე, გააკეთეს ქალაქები დინამიური და განვითარებადი დამოკიდებული მომხმარებლის მოქმედებაზე, ტრანსპორტის განრიგის კონფიგურაციის საშუალება, ასევე ჩართეს მრავალმომხმარებლიანი რეჟიმის მხარდაჭერა (კოოპერატიული და შეჯიბრებადი).
თამაშის დროს მოგიწევთ სატრანსპორტო ქსელის განვითარება ქალაქში. ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალი სახე. თქვენი მიზანია მაქსიმალურად მოიცვათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით მთელი ქალაქი, თან ისე, რომ მგზავებიც კმაყოფილები დაგრჩნენ და ბიუჯეტშიც ჩაეტიოთ. ქმნით ახალ მარშრუტებს, ამატებთ გაჩერებებს, ადგენთ გრაფიკებს, არეგულირებთ ბილეთის ფასებს, ამატებთ ახალ ქუჩებს და ა.შ.
სქრინები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დიდი ზომის სურათებიცაა სპოილერში. ზომები სხვადასხვაა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
მცირე რჩევები პირადად ჩემგან

. ჩემი გამოცდილების შესაბამისად გირჩევთ (გაითვალისწინებთ თუ არა თქვენი საქმეა

):
1. ნუ გააკეთებთ ძალიან გრძელ მარშრუტებს. მაგალითად ავტობუსის 1 მარშრუტით ნუ ეცდებით თუნდათ ქალაქის მესამედის მოცვას. არაპრაქტიკულია და არამომგებიანი.
2. დაგეგმეთ მოკლე ან საშუალო სიგრძის მარშრუტები
3. ეცადეთ რომ სხვადასხვა მარშრუტი იყოს სხვადასხვა გზით და საერთო ჰქონდეთ მხოლოდ 1 გაჩერება, სადაც შეძლებენ მგზავრები გადაჯდომას.
4. აკონტროლეთ ბიუჯეტი - ხარჯვა/შემოსავლის ბალანსი ამოწმეთ, შესაძლოა უარყოფითი ბალანსი გაქვთ და ეგრე მალე წახვალთ მინუსებში.
5. ტრანსპორტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის მახასიათებლებს. მაგალითად ავტობისს ყიდულობთ: შეხედეთ რამდენ მგზავრს იტევს თითოეული, რამდენი ჯდება მისი რემონტი, რამდენ საწვავს ხარჯავს და რამდენად სწრაფია. იგივენაირად სხვა სახის ტრანსპორტზე.
6. ეცადეთ ავტობუსის/ტროლეიბუსის/ტრამვაის მარშრუტი ისე დაგეგმოთ, რომ ასცდეთ დატვირთულ ცენტრალურ მაგისტრალებს. თუ თავიდან მანქანების რაოდენობა არც ისე ბევრია, მერე და მერე იმატებს და ცენტრალურ გამზირებზე იქმნება საცობები, რაც იწვევს თქვენი ტრანსპორტის შეფერხებას, დაგვიანებას, დადგენილი გრაფიკის არევას, ზედმეტ ხარჯს და მგზავრთა კმაყოფილების შემცირებას.
7. თავიდანვე მეტროს თხრას ნუ დაიწყებთ

, ძვირი ჯდება გაყვანა და ჯობია ჯერ სხვა ტრანსპორტით ააწყოთ ბიზნესი და შემოსავლები როცა ბევრი გექნებათ, მერე მეტროც შეიძლება.
ეს იყო რაც უცბად გამახსენდა, თქვენც დაწერეთ თქვენი გამოცდილება და დავეხმაროთ ერთმანეთს რჩევებით
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> Tbilisi Hawks