ესეიგი თქვენგან რჩევა მჭირდება....
ბარმენობის შესწავლა მინდოდა დახლოებით 1 თვის წინ მოვიძიე ინფორმაცია სად უნდა მესწავლა რა სტანდარტები იყო და ა.შ . საბოლოო ჯამში გავარკვიე რო არცისე ადვილი საქმეა და სწავლაც ჩემთვის არცთუ ისე პატარა თანხა ღირდა 1100 ლარი ბარმენთა ასოციაციაში.. ეს თანხა არ მქონდა ამიტომ ჩემით დავიწყე რაღაც რაღაცეების სწავლა , პირველი ნაბიჯი ის იყო რო ჩამივარდა ინტერნეტიდან pdf ფაილი "ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება"
ამ 1 თვის მანძილზე შევისწავლე : ბარის წარმოშობის ისტორია და მათი სტანდარტები , ბარის ტიპები , ბარის საჭირო დანადგარები და მათი გამოყენება , უსაფრთხოება . ჭიქის მოცულობები დანიშნულებები და მათი სახელები , ბარის ხელსაწყოები მათი გამოყენების წესები და სახელები , სასმელები , მათი შემცველობები და წარმოშობის ისტორიები , ვისწავლე ბარის "მიზან პლაზის " მომზადება , "ჩეკ ლისტის" და "პარ სტოკის " შედგენა , ვიცი კოკტეილის რეცეპტები . ამ მთლიან გავლილ მასალას დავურთე იუთუბის ვიდეოები რომელშიც ყველა იმ დეტალზეა საუბარი რაც მე თეორიულად ვისწავლე.
პრობლემა რაშია მინდა ვთქვა , ეს ყველაფერი თეორიულად , პირობითად შეიკერი რო შეიკერია მხოლოდ სურათით მაქვს ნანახი და ვიდეოში თუ როგორ გამოიყენება , ანუ ამ ხელსაწყოებთან იგივე კოკტეილის მომზადება ჩემით არასდროს მიცდია იმიტომ რომ სახლში საჭირო რესურსი არ მაქვს , მინდა რო ეს ჩემი ცოდნის პირველი ეტაპი პრაქტიკულად შევასრულო და მუშაობა დავიწყო მაგრამ არ მაქვს ჩემი თავის იმედი რო სადმე მუშაობა რო დავიწყო ბატივით არ დავიბნევი იმიტომ რომ წინათ არასდროს მქონია შეხება ამ სფეროში. + რა ვაკანსიებიც ვნახე ყველან უწერიათ 2 წელი და მეტი გამოცდილების საჭიროება.
რამდენიმე ვარიანტი მაქვს და რომელს რამდენი შანსი აქვს ამის გაგება მინდა .
1) ბანძ დაწესებულებაში რო დავიწყო მუშაობა სადაც არარის მაღალი სტანდარტები , რო სიტუაციას მივეჩვიო და ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანო. (უფულოდ მუშაობასაც დავთანხმდებოდი )
2) ამას ნაცნობი სჭირდება რო ვინმე ბარმენს მივებარო პირველ ეტაპზე დავეხმარო და თავის ცოდნა და გამოცდილება გამიზიაროს რაც მთავარია პრაქტიკულად ავითვისო ჩემი ნასწავლი.
რა ვქნა ვინმემ მირჩიეთ რა

( მინდა ამ სფეროში დავმკვიდდრდე და განვითარდე მაგრამ პრაქტიკის გარეშე არაფერი გამოვა ...
This post has been edited by CigarettesAfterSex on 3 Mar 2017, 16:53