#55052629 · 31 Jul 2019, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვეცდები მარტივად ავხსნა, მერე იქნებ არსებული მეცნიერული ახსნებიც დავდო, ამაზე უამრავი კვლევა და თეორია არსებობს. დავუშვათ გვაქვს მარტო ევრო ან დოლარი:
ნებისმიერი მიზეზით ევროს/დოლარის გადინება (ნავთობის ფასის ზრდა) ან შემოდინების კლება (იგივე ემბარგო) მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა ქვეყანას (ისე როგორც საბერძნეთი ჩააგდო) შიდა ტრანზაქციების დონეზეც - ფულის მასა შემცირდა, აღარ გაქვს და შესაბამისად აღარ ყიდულობ საქონელს/მომსახურებას შიდა ბაზარზეც. შიდა ტრანზაქციების განსახორციელებლადაც კი ვალის აღება მოგიწევს მისგან ვისაც ის აქვს - სხვა ქვეყნისგან ქვეყანას (ბიუჯეტის დეფიციტი) და ბიზნესს (სესხი საზღვარგარეთიდან), ან ფასებისა და ხელფასების შემცირება - რაც გახსოვთ საბერძნეთმა ძლივს შეძლო, იმდენი საპროტესტო აქციები იყო და მთელი ამბები. ეს გამოიწვევს მძიმე სტაგნაციას სხვა შიდა ბიზნესისთვისაც და ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა ყველაფერს - შემცირდება ქვეყნის ბიუჯეტიც. რამდენი კომპანია გაქაჩავს ხელფასების და ფასების შემცირების შემდეგ? ბანკები როგორ ამოიღებენ სესხებს? დეპოზიტარებს რაღა ეშველებათ? ანუ ჩამოიქცა ბიზნესი, ბიუჯეტი და ბანკები (იხ. საბერძნეთის ქეისი).
მაშინ, როცა ეროვნული ვალუტის არსებობის პირობებში იგივე პრობლემები - ფულადი საშუალების გადინება ან შემოდინების კლება აისახება პირველ რიგში საპირისპირო საგარეო ტრანზაქციებზე (ექსპორტის შემცირება იწვევს იმპორტის შემცირებას და ა.შ.), ხოლო შიდა ტრანზაქციებისთვის გაქვს საშუალება გქონდეს იმდენივე ლარი, რამდენიც გვჭირდება. ამას ნიშნავს შოკის მშთანთქავი ფუნქცია.
ამრიგად, დოლარის და ევროს ქონის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა მიგვეღწია იმ დონის ზრდასაც კი - რაც გვაქვს, ჩვენს ეკონომიკას გაცილებით მეტი ფული სჭირდება, ვიდრე დოლარი და ევრო მიმოიქცევა. ეკონომიკის ზრდა მუდმივად დამუხრუჭდებოდა დეფლაციის და ხელფასების შემცირების გამო, ვინაიდან, შეიძლება ეკონომიკის ზრდა მომხდარიყო შიდა ტრანზაქციების ზრდის ხარჯზე და მას არ მოჰყოლოდა წმინდა ექსპორტის ზრდა. საკუთარი ვალუტის არსებობისას ექსპორტის შემცირებით (ტურისტული ემბარგო) გამოწვეული შოკი პირველ რიგში ამცირებს იმპორტს (კურსის გამო იმპორტირებული პროდუქციის ფასები იზრდება და შესაბამისად იმპორტი მცირდება) და არა - შიდა მოხმარებას და შიდა წარმოებას (გლეხურედ: ჩვენ ყველამ ერთად ვეღარ გავყიდეთ 1მლნ-ის ექსპორტი - ვეღარ შემოვიტანთ პირობითად - ამდენივეს იმპორტს). ის რომ შიდა წარმოებას ეზრდება დანახარჯების ნაწილი - ეს მეორადი ეფექტია და გაცილებით რბილი ეფექტია, ვიდრე პირდაპირი ეფექტი ექნებოდა.
ცალკე თემაა ის, რომ საკუთარი ვალუტის ქონა გაძლევს საშუალებას იმდენი ფულით მოამარაგო ეკონომიკა, რამდენიც ეკონომიკას სჭირდება. შესაბამისად - ეკონომიკა უბრალოდ ფულის მიწოდებით გაზარდო. მსოფლიოში ერთ ვალუტას რომ ეარსება, ძალიან ძალიან უკან იქნებოდა მთელი სამყარო ვიდრე დღეს არის, ვინაიდან არ იარსებებდა მონეტარული პოლიტიკის მექანიზმი და ფულის (მაგ. ოქროს) დეფიციტი მუდმივად შეამცირებდა ფასებს, ხელფასებს, ყველაფერს. სავაჭრო ომებით და ემბარგოებით გამოწვეული შოკები (ვინაიდან სავაჭრო პოლიტიკა არის სუვერენული უფლება ნებისმიერი ქვეყნის და ხორციელდება ქვეყნების დონეზეც) ერთიმეორეს მიყოლებით გაანადგურებდა მონეტარული ძალაუფლების არმქონე ქვეყნების ეკონომიკებს (თუ შეიქმნებოდა საერთოდ რამე), რომელთაც არ ექნებოდათ ფულის ბეჭდვის საშუალება, ხოლო რომც დაებეჭდათ - დაბეჭდილი ფული იმავე შოკის მიზეზით გაიწოვებოდა ქვეყნიდან.
ეს არის მარტივი ენაზე ახსნის მცდელობა და შეიძლება არ მოიცავდეს ყველა პარამეტრს/არგუმენტს და ჩასაფრებულ პროვოკატორებს წინასწარვე განვუმარტავ, რომ ჩემი პოსტი არ არის ეკონომიკური/სამეცნიერო ენით და სტანდარტით დაწერილი. მერე ვეცდები უფრო უკეთესი ახსნაც მოვიძიო მზა სახით - ერთ პოსტში დაწერა რომ შეიძლებოდეს, ამისთვის მთელი ცალკე მიმართულება არ იქნებოდა ეკონომიკაში "ოპტიმალური სავალუტო სივრცის" და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
This post has been edited by შავლეგა on 31 Jul 2019, 20:19
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|