
5 მარტს, 13 საათზე თბილისსა და ქუთაისში გაიმართება აქციები ! თბილისში ვიკრიბებით ვარდების/რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში პარლამენტთან ავტომობილებით, ფეხით, ველოსიპედებით, ბაიკებით (ყველაფრით ვისაც რით შეგვიძლია მოსვლა მოვდივართ!) ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასის გასაპროტესტებლად !
ჩვენი ერთად ერთი და უპირობო მოთხოვნა არის აქციზზე ფასის დაკლება, აქციას ექნება პერმამენტული ხასიათი და გაგრძელდება იქამდე სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნა !
ყველა ავტომოყვარულს თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეს პირდაპირ ვალდებულებად მიგვაჩნია რომ 5 მარტს დავდგეთ ერთად, დავანახოთ და გავაგებინოთ საქართველოს ეკონომიკურ გუნდს, რომ აქციზზე ფასის მატება ურტყავს ყველას როგორც ავტომფლობელს ისე რიგით მოქალაქეს !
მაგალითად საწვავზე აქციზის ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასის ზრდაზე როგორიც არის თუნდაც პური და ეს იანვრის თვეში უკვე აისახა მოსახლეობაზე პროდუქტზე მომატებული ფასებით, რომლის კვლევის შედეგებიც ასეთია :
[ ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე - შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16%).
ყველაზე მეტად ფასები მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. მაგალითად, ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირებულია 22.4%-ით, ხილი 8.9%-ით. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო ჯგუფშიც - პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9%)] !
* აქცია თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური პარტიებისა თუ მოთხოვნებისგან ! აქციის ორგანიზატორებს წარმოვადგენთ ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანებული რიგითი მოქალაქეები და არა რომელიმე კონკრეტული ძალა ან ორგანიზაცია !
ყველას გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ივენთი, უთხარით ყველას ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ავტომოყვარულებს, გაავრცელეთ ავტო კლუბებში, ავტო ფეიჯებზე, ჯგუფებში, საიტებზე რავი ყველგან სადაც ხელი მიგიწვდებათ !
ვთანხმდებით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება? ვთანხმდებით რომ რაღაც უნდა შეიცვალოს? ვთანხმდებით რომ სახლში ჯდომით არაფერი შიცვლება? 5 მარტს, 13 საათზე გელოდებით ვარდების მოედანზე !
თბილისის აქციის ივენთი :
https://www.facebook.com/events/308645772865840/ქუთაისის აქციის ივენთი:
https://www.facebook.com/events/1861866224098353/საორგანიზაციო ჯგუფი Facebook-ზე:
https://www.facebook.com/groups/1144432075641476/?fref=tsპეტიცია:
https://manifest.ge/mobile/item/1279 This post has been edited by mamuka92 on 10 Feb 2017, 12:50