#52403795 · 23 Mar 2018, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამოდენიმე დღის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა: ერთერთ უბანზე, ერთერთი მრავალსართულიანი შენობის წინ გავლისას შევამჩნიე, რომ საკმაოდ მოზრდილი ფილა იყო ჩამოვარდნილი, რომ დავაკვირდი ამ ფილით იყო მოპირკეთებული ფასადი. დავრეკე მერიაში, ვესაუბრე გოგონას, რომელმაც გადამრთო ზედამხედველობის სამსახურში, იქ მითხრეს, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ უნდა დაგვიკავშირდე, როცა შემთხვევის ფაქტი დადგებაო, გადამრთეს ვაკე-საბურთალოს გამგეობაში, იქ ვიღაც საოცარი პიროვნებაჰ გულიკოჰ მესაუბრა გონორით და ეგ ადგილი დიდუბე-ჩუღურეთს ეკუთვნის (არადა აი იმენნო, პრინციპულად ვაკე-საბურთალოა, შევეკამათე და აზრი 0) და იქ დარეკეო, მომცა ნომერი, რომელზედაც ვერ დავრეკე ვერაფრით. შემდეგ ისევ მერიას დავუკავშირდი, ჯერ სტანდარტულად ზედამხედვლობაში გადართვას მიპირებდნენ და როცა ავუხსენი სიტუაცია კარგიო, ცოტა ხანს მალოდინა და გავარკვევთ ყველაფერსო, მადლობაო. დღესაც ისე გდია ის ფილა და დღესაც არის საშიშროება, რომ ჩამოიშალოს, ან რამე მსგავსი. რამე რომ მოხდეს ატყდება ვიშვიში, ცოტა ხანი ორთქლს გამოუშვებს ქართველი ##ერი და ის შემთხვევაც ისევე მიეცემა დავიწყებას, როგორც ყველა სხვა, აქამდე მომხდარი.
--------------------
Destroy yourself, see who gives a fuck!
|