გამარჯობა!
დავასრულე რემონტი 2 ოთახიან ბინაში წერეთელზე , დიდუბის ეკლესიიდან 100 მეტრში, ახალ კორპუსში.
ანუ, ბინა უცხოვრებელუა.
იგიი არის 2 ოთახიანი, 50 კვ/მ, იზოლირებული საძინებლით და აივნით (მე-2 სართული). ყველა კომფორტი შექმნილია (ახალი ავეჯი, ტელევიზორები, ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი, კონდიციონერი, სარეცხი მანქანა და ა.შ. ინტერნეტს და საკაბელოს შევიყვან პირობებზე მოლაპარაკების შემდეგ).
რამდენად გავაქირავო და რა პირობებით?
ანუ ყველაფერი ნაკეთებია ხარისხიანად და ვინმეს რო ვაფუჭებინო, შარად გამიხდეს შეიძლება.
როგორ ფიქრობთ, რა ფასი უნდა დავადო, რა პირობებით მივცე (ხელშეკრულებით, პირველი და ბოლო თვის წინასწარ გადახდით და ა.შ.) და რა კონტიგენტიდან შევარჩიო დამქირავებელი.
და საერთოდ, ხო არ ჯობია დღიურ გაქირავენას მივაწვე?
ბუკინგ-კომის გამოცდილება თუ გაქვთ ვინმეს და მაგ შემთხვევაში დამატებითი სერვისებიც უნდა შევთავაზო? მაგ: დილას დალაგება, საუზმე და ა.შ.
მარა, თან იმას ვფიქრობ, არ გაუტყდებათ თავზე რომ დაადგეს დამლაგებელი?
ველი რჩევებს

მადლობა!
This post has been edited by aladini on 25 Feb 2017, 19:36