MR-WASHამ ჩინურებს დიდად არ აქებენ მაგრამ ზუსტ მიზეზებს ვერ გეტყვი. დიდი ფული ვისაც აქვს ( Georgian Bus, Omni bus ) ახალი ტრავეგოები და სეტრები ჩამოიყვანეს, და შედარებით ნაკლებ ბიუჯეტში ესპანეთიდან ეზიდებიან ავტობუსებს. რატომ მოყავს ყველას ესპანეთიდან, არ ვიცი, ვერ დავადგინე ჯერ ჯერობით

რასაც მე ვაკვირდები ჩემი გამოცდილებით, სკანია და მანები არის ძალიან გამძლე და ეკონომიური, მერსედესი საკმაოდ რბილია სიარულში (403-ებთან მქონია შეხება) , მაგრამ საწვავს მოიხმარს ძალიან ბევრს. ივეკოც გვყავს რამდენიმე და კარგია საკმაოდ.