როცა ვამბობთ ივანიშვილმა მოახერხაო, მართლაც ასეა ფაქტიურად, ბელადიზმის გარეშეც, იმიტომ რომ ის იყო ორგანიზატორი.
ანუ რისი მიღწევა მოახერხა ამ 4 წლის განმავლობაში.
დავიწყოთ იქიდან, რომ ივანიშვილმა ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად, ყოველგვარი სისხლისღვრის, ხმაურის, აყალ-მაყალის, სპეცნაზით შევარდნების და ისტერიული ქმედებების გარეშე, რაც დამახასიათებელი იყო მიშაიეს რეჟიმისთვის, მოახდინა ამ რეჟიმის დემონტაჟი, რაც არ იყო ადვილი საქმე.
2013 წელი - მიშაიე ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო ოქტომბრის ბოლომდე, ანუ თითქმის მთელი წელი. ჩატარდა არჩევნები, მიშაიე გადადგა, ჯერ ერთი ბრალდება წაუყენეს, მერე მეორე, იტოგში მოცოცხა ქვეყნიდან.
2014 წელი - თბილისის მერიაში უგულავას და ნაცების მმართველობაც დასრულდა უმტკივნეულოდ, უგულავაც წყნარად ჩააყუდეს, მერე გამოუშვეს და დადის ახლა გატრუნული.

2015-2016 წლები - ზედიზედ მოხდა ნაცების ბასტიონების დემონტაჟი - სასამართლოების, მათ შორის უზენაესის და საკონსტიტუციოს, ეროვნული ბანკის და სხვა სტრუქტურების. იმავე 2016 წელს ნაცების პარტიაც გაიხლიჩა შუაზე. ახლა დარჩათ ბოლო ბასტიონი - რუსთავის ღორი და ისიც დაკარგეს, ამაზე გაცოფებული არიან და იბრძვიან თავგანწირული, როგორც კუთხეში მომწყვდეული ვირთხა.

მაგრამ ცხადია, რომ ვერც სტრასბურგი და ვერც კუალა-ლუმპური ვერ შეაჩერებს სერიოზულად ამ პროცესს.
ეს ყველაფერი რის ფონზე ხდებოდა. საგარეო ეკონომიკური სიტუაცია ობიექტურად იყო ძალიან ცუდი. დაიწყო ომი უკრაინაში 2014 წელს, რის გამოც ჩამოინგრა უკრაინის ეკონომიკა, რომელიც ჩვენი ნომერი მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო, ჩამოინგრა რუსეთის ეკონომიკაც სანქციების გამო და ასევე ნავთობზე ფასების ვარდნის გამო, ჩამოინგრა აზერბაიჯანის ეკონომიკა ნავთობზე ფასების დაცემის გამო, თურქეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა - ჩამოინგრა ტურისტული სექტორი, გაუფუჭდა ურთიერთობა დასავლეთთან, რუსეთთანაც პრობლემები ჰქონდა, ლირა 2-ჯერ გაუფასურდა... ერთი სიტყვით, ყველა მეზობლის და ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ეკონომიკას დაერხა 2014-2016 წლებში. ამის გამო ცხადია სერიოზული პრობლემები შეგვექმნა ჩვენც.
ამავე დროს, თავად ივანიშვილი როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში 2012 წელს, იძულებული იყო შეეყარა ათასი ნაგავი, რადგან მაშინ მთავარი იყო მიშაიეს წინააღმდეგ გაერთიანება. 2014-2016 წლებში ივანიშვილმა არა მარტო მიშაიეს რეჟიმის დემონტაჟი მოახდინა, არამედ თითქმის მთლიანად გაწმინდა და გადაფორმატება ჩაუტარა თავის კოალიციასაც. გაქრნენ თავდემები (ალასანია), რესპების დიდი ნაწილი, გუბაზები, თოფაძეები, მეჭიაურები და ბევრი სხვა. ღარიბაშვილის და კახელების კლანი ააორთქლა ფაქტიურად და ეს ყველაფერი მოხერხდა სულ 3 წელში.
ახლა რა შედეგები გვაქვს: ჩემი აზრით, გვაქვს ძალიან კარგი და შეიძლება ითქვას, გასაოცარი შედეგები. ამ ყველაფრის მიუხედავად, არ მომხდარა არანაირი ინსტიტუტების ნგრევა, რასაც გაჰყვირიან ტროცკისტები-მიშისტები. თუნდაც რომ ავიღოთ იგივე ის საერთაშორისო რეიტინგები, რითაც მიშაიე ამაყობდა. ყველგან შენარჩუნებულია პოზიციები, როგორც დუინგ ბიზნესში, ისევე კორუფციის აღქმაში, ხოლო სახელმწიფო მმართველობის ხარისხში და მედიის თავისუფლებაში სერიოზულად აიწია კიდეც საქართველომ მაღლა. რაც შეეხება კრიმინოგენურ სიტუაციას. აქაც იყო პანიკური და ისტერიული გამოსვლები, რომ არიქა კრიმინალები მოედვნენ და იქცევა ქვეყანა, მაგრამ არ არის რეალურად ასე. არაფერი დრამატული გაუარესება და ხალხი ქუჩაში ვერ გადის და ა.შ. არ შეესაბამება სინამდვილეს.
ასე რომ, რეალურად გვაქვს ასეთი სიტუაცია: ივანიშვილმა მოასუფთავა მოედანი თითქმის მთლიანად - ნაცები ნაბიჯ-ნაბიჯ მოაშორა, თავის კოალიციას მიტმასნილი ბევრი საეჭვო ელემენტი ასევე ნელ-ნელა მოაშორა, ინსტიტუტები შეინარჩუნა, არასახარბელო საგარეო ეკონომიკურ კონიუნქტურას ქვეყანამ გაუძლო. არ შევეხები აქ საპატრიარქოს თემას. ამიტომ, განვითარების პერსპექტივა რეალურად უკეთესი გვაქვს დღეს, ვიდრე 2, 3, 4 ან ხუთი წლის წინ გვქონდა. ასევე აღსანიშნავია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და სულ ახლახანს, ვიზალიბერალიზაციის მიღება. თვითონ ქართველებზეა დამოკიდებული, ამ შესაძლებლობებს როგორ გამოიყენებენ.