pucukiaმადლობა ინფორმაციისთვის. ვიხალისე.
იმდენი მარგალიტი მოვისმინე!
მეზარება დათვლა, თუ რამდენ კითხვას არ უპასუხა.
პატრიარქი, ჟაკეტი, გურანდა, ოთარი!!
ზუსტად იცის, რომ 2008 წლის ომი მიშამ დაიწყო.
აფხაზეთის ომის შესახებ კარგად არ ახსოვს. ვინც იყო
იმ დროს რუსეთის პრეზიდენტი - იმანო. პერსონა ვერ გაიხსენა.
მესმის, რომ განიცდის ოთარის გარდაცვალებას, მაგრამ ყველა კაცი
ოთარისნაირი, იქვე დაუმატა, დათა თუთაშხიასნაირი უნდა იყოსო,
ცოტა გადაჭარბებული მომეჩვენა.
საუბრის დასასრულს ღმერთსაც უსაყვედურა. ღმერთმა ასე მოიგონა,
რომ ადამიანი უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თან მაშინ, როცა თვითონ (ღმერთი)
მოინდომებს. ეს დიდი ტრაგედიაა და ვფიქრობ, რომ,თუ ერთი მიდის,
მეორეც (ცოლ-ქმარი) უნდა წავიდესო.
გირჩევთ, უყურეთ.
vita brevis...