გამარჯობა ხალხო.
მოკლედ მაქვს AMD FX-6300 პროცესორი და BIOSTAR TA970 მაზერი.
პროცესორისთვის ხელი არ მიხლია და არ დამირაზგონებია მეთქი რო ვთქვა ტყუილი იქნება
და ვინმე თუ გეტყვით AMD FX სერიაზე ან ინტელის K სერიაზე მაგას იცოდეთ რო გატყუებთ
გახსნილმამრავლიანი პროცესორი გქონდეს და არ დაარაზგონო?

უპატიებელი ცოდვაა ეგ
ჰოდა მოკლედ დიფქულის 240-იანი წყლის ქულერით 4.3 გიგაჰერცზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე მუშაობს პროცესორი, უიდეალურეს ტემპერატურებზე
ნაყიდი მაქვს დაახლოებით 1 წლის წინ.
ორივე ახალი ვიყიდე. ყუთები მაქვს ორივესი.
პროცესორი ამაზონზე 90$-ად ვიყიდე და მაზერი ნიუეგიდან 60$.
ჩემი ვარაუდით 320-330 ლარია ამ კომბოს ფასი.
ჰოდა დავამატებ 50 ლარს და მინდა რამე ძალიან ძალიან კარგი მაზერი Z სერიის ჩიპსეტზე და რამე უბანძესი პროცესორი

იდეა ასეთია რო რამდენიმე თვე მქონდეს ბანძი პროცესორი და მერე ვიყიდი ახალს
ამიტო მაზერი უნდა იყოს საკაიფო ძაან
შემომთავაზეთ რამე ვარიანტები და მოვრიგდებით იმედია როგორმე.
^_^
EDIT: აქვე დავამატებ რომ ორივე ნაწილი აბსოლუტურად უპრობლემოა, გამართულია 100% და მოვლილია შვილივით. შვილი კი არ მყავს, მარა რო მყავდეს კარგად მოვუვლიდი

EDIT 2: აუ ახლა დავფიქრდი Z170 ჩიპსეტზე DDR4 მინდა ხო? :/ ანუ ოპერატიულებსაც გავცვლი

12GB DDR3 1866MHz ADATA XPG მაქვს (8GB+4GB) ჰოდა ამეებსაც გავცვლი შემოთავაზების მიხედვით
This post has been edited by THEVAN3D on 8 Mar 2017, 04:26