#53074129 · 11 Jul 2018, 12:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ყველას
Chrysler PT Cruiser, 2008 წლიანი, 2.4 ძრავით, ტურბოს გარეშე.
მოკლედ, ასეთი პრობლემაა, მანქანა პერიოდულად არ იქოქება, ანუ
1. 1 - 2 დღე თუ გაჩერებულია, პირველ დაქოქვაზე იქოქება უპრობლემოდ.
2. პირველი დაქოქვის მერე რომ ჩავაქრო (არ აქვს მნიშვნელობა 1 წუთში ჩავაქრობ თუ 1 საათში) აღარ იქოქება, ანუ პრიბორებს ანთებს ზამოკს რომ გავხსნი, თითქოს სტარტერის ტრიალსაც აპირებს, მაგრამ არ იქოქება, ამ დროს სიჩქარეების მაჩვენებლებზე (P, D, N...) ახატავს კვადრატებს, როგორც მითხრეს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარობკა გადადის ავარიულ რეჟიმში.
3. მერე წვალებ წვალებით იქოქება ხოლმე (მაგრამ პერიოდულად ანთებს აკუმულატორის წითელ ნათურას, თითქოს აკუმულატორი არ იტენება)
გამოვცვალე კომპიუტერი, გამოვცვალე მცველების ყუთი, მაგრამ არ უშველა. Chrysler ის ცენტრში რომ მივიყვანე, დიაგნოსტიკაზე ამოაგდო ერორი (მაგასაც მივაწერ ცოტა ხანში), იმ ერორს რომ შლიან (არესეტებენ) მანქანა იქოქება, მაგრამ დაქოქვისას ეგრევე ჩნდება ისევ ის ერორი (რომელზეც მეუბნებიან, რომ არაფერ კავშირში არ არის დაქოქვასთან) და მანქანა ისევ არ იქოქება, სანამ არ დაარესეტებენ.
ხოდა, ხომ ვერ მიმასწავლით ვინმე თავიან ხელოსანს, რომელიც არ ჩაიციკლება ერორის გარშემო, არამედ რომელსაც ესმის მანქანა და შეძლებს ლოგიკურად გაყვეს პრობლემას, რომ იპოვოს მიზეზი.
მადლობა
--------------------
Those who laugh last thinks slowest!
|