სოფელ პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი „ტრაილერი“ მოსახვევში ჯერ სამარშუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.
სამარშუტო ტაქსის მძღოლი, შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელებს, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდოდ, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...pli-mohyva.htmlტრაილერით სად აწვებოდა.
რის გამო მოკლა.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo