#50104010 · 9 Mar 2017, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არანაირი...ჯერ ჯერობით არანაირი ტიპის მოწყობა არ გაამართლებს.პრობლემა არაა მოწყობაში როგორც ასეთში,თუ სახელმწიფო მოწყობაზე გვაქვს საუბარი.სახელმწიფოს ქმნის ორგანიზებული საზოგადოება,რომელსაც გაცნობიერებული აქვს სახელმწიფოებრიობის აუცილებლობა და მზადაცაა მისთვის იშრომოს,რაღაც დათმოს.ჩვენში რა ხდება?ნებისმიერ მოწყობის შემთხვევაში მთელი ძალაუფლება და შესაბამისად რესურსები იყრის თავს ერთი პიროვნების ხელში,რომელიც გადაანაწილებს მას თავის შედეულებისამებრ და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და რა თმქა უნდა ბევრი რჩება "თამაშგარეში".იწყება სპონტანური,ემოციებზე აგებული რეაგირება შექმნის სიტუაციაზე და ყველაფერი იწყება თავიდან.თან არც გვაქვს სხვაგვარი ცხოვრების გამოცდილება.არც დიდი სურვილი და მოთმინება,რომ გარდავიქმნათ ვთქვათ და საფუძველი ჩავუყაროთ ცხოვრების ახალ წესს.ვერ ვიტანთ თანაბარს რამეში!ან ზემოდან,ან ქვემოდან.მორჩა!ასე რომ...
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|