"პსჟ-ს" კარში მეექვსე გოლის გატანის შემდეგ ბარსელონაში მიწისძვრა დაფიქსირდა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრისას "ბარსელონასა" და "პსჟ-ს" შორის, კატალონიის დედაქალაქში მიწისძვრა დაფიქსირდა.
კამპ ნოუსთან მდებარე ინსტიტუტში განთავსებულმა სეისმოგრაფმა მატჩის დროს სეისმურიბიძგები დააფიქსირა. ინსტიტუტის პროფესორის ჯორდი დიასის განცხადებით, "ბარსელონას" მიერ გატანილი მეორე და მესამე გოლებისას უმნიშვნელო მიწის ბიძგები იგრძნობოდა, ხოლო მეექვსე გოლის დროს სეისმოგრაფმა 1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.
ჯორდი დიასი: "ბარსელონას მიერ გატანილი მეექვსე გოლის შემდეგ დაფიქსირდა ყველაზე სერიოზული მიწისძვრა, რაც ჩვენს ინსტიტუტს დაუფიქსირებია".
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და პარიზში "პარი სენ-ჟერმენთან" 0:4 წაგების შემდეგ საკუთარ მოედანზე 6:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მსგავსი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო.
https://www.mysports.ge/ka/post/view/18478
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3