აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
22:22 11-03-2017
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს. ამ წუთებში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობის ნაწილი ცდილობს პოლიციის სამმართველოს ეზოში შეიჭრას.
სამართალდამცველები რამდენიმე წუთია გზის გახსნას ცდილობენ.
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ისმის შეძახილები: “ბათუმელებო, გამოდით, შემოგვიერთდით”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვენ.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/42...rispirdnen.htmlნაცები და ერორი ცალკე თემაა. უნამუსობის მონები
This post has been edited by kvacaraxa on 11 Mar 2017, 23:08
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...