რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის და ერთი პირის წამებაში და განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზ.ს. დამნაშავედ სცნო.
სამართლომ მას 12 წელი მიუსაჯა
ეხლა რა მოხდა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს დასჯისა და წამების მიზნით როგორც ფიზიკურად, ასევე ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
ეხლა პრობლემა რითი დაიწყო
გამოძიება დაიწყო
117-ე მუხლის მე-7 წილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით
7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
და
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.“
ბატონო ?
ანუ აქ არ შეიძლებოდა დაგეწყოთ საქმე
მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
?????
3. განზრახ მკვლელობა:
ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთით.
მოკლედ ჯანმრთელობა დაუზიანაო თურმე და მერე მომკვდარა
თურმე
მოსამართლემაც სამართალი ლიბერალურია ამ ქვეყანაშიო და ბრძანა :
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ეს არ არის სამართალი
კაცი ცოლს რო დაჭრის რამდეჯერმე
აწამებს ყურს მოაჭრის
მერე ძალიან ბევრჯერ ჩაარტყავ დანას მეზობელს მერე ყურს მოაჭრის
და ეს ქმედება უნდა დაისაჯოს 12 წლიანი პატიმორბით ?
რამე ხო არ ეხება კიდე გადავხედოთ და ასე ორ სამ წელში გამოვუშვათ
რა მკაცრები ვართ :/
ეს არ არის სამართალი , ეს არის ლიბერალური ცირკი