მოკლედ, ეს მოვაჭრეები დაჟინებით ითხოვენ კომპენსაციას მერიისგან, ან საერთოდ სახელმწიფო დაგვეხმაროსო, გინდ პრეზიდენტის ფონდიო, გინდ სამთავრობოო, მარა ყველა ცივ და კატეგორიულ უარზეა, არავინ ეხმარებათ სახელმწიფოსგან მათ...
ერთი შეხედვით, სწორიცაა, კერძო ბიზნესი უნდა დააზღვიო, თუ ყველას და ყოველთვის ასე ჩამოურიგე კომპენსაციები სახელმწიფომ, ეს ძირშივე კლავს სადაზღვევო ბიზნესს, მარა მეორის მხრივ სახელმწიფომ თავად შექმნა უამრავი პრეცედენტები ასეთი კომპენსაციური დახმარებებისა, დაწყებული კახეთიდან, რამდენჯერ იქ სეტყვა მოვიდოდა, უმალ იქმნებოდა სახელმწიფო კომისია, თვლიდა ზარალს და უნაზღაურებდა ადგილობრივებს, გაგრძელებული ავეჯის მაღაზიათა კომპლექსის დაწვით დიდუბეში და დამთავრებული 2015-ის ვერე მდინარის ადიდებით გამოწვეული ცნობილი სტიქიური უბედურებით თბილისში თავის ნაზღაიძე საქმიანა (ისიც დაზარალებულის სტატუსით გატარდა მაგ საქმეში), ასევე, შექმნილია სხვადასხვა სახელმწიფო ფონდები სხვადასხვა ფორს-მაჟორული ზარალმომტანი მოვლენებისას დაზარალებულთა მინიმალურად მაინც დასაკმაყოფილებლად, მარა ამ შემთხვევაში ამ დაზარალებულთა კატეგორიას სახელმწიფო პრინციპულად არ წყალობს, რაც მათ სამართლიან წყრომას იწვევს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გამოძიების შედეგიც ნოლი და რაღაც ერთიან-უნივერსალური კრიტერიუმ-შეფასებითი პოლიტიკა სახელმწიფოს ამ მხრივ არანაირად არ გააჩნია, როდის, რომელ ჩინოვნიკს თუ სახელმწიფო უწყებას და როგორც მოეპრიანება, ისე უდგება სხვადასხვა დაზარალებულთა კომპენსირების საკითხებს, რაც ძაან ცუდია...
იხ. ასევე 14.03.2017-ის 9-იანი ერორ-კურიერი, 21.59-იდან, ვრცელი სიუჟეტია ამ ყველაფერზე...
This post has been edited by kodeqsi on 16 Mar 2017, 00:53
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...