#50180267 · 19 Mar 2017, 09:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა ფორუმელებო. მოკლედ, მაქვს პატარა კომერციული ფართი ქალაქის ცენტრალურ უბანში, სადაც რამდენიმე წლის წინ მაღაზია მქონდა გახსნილი, ვერ იმუშავა და დავკეტე. შემდეგ დასუფთავებაში დავწერე განცხადება, რომ არ ვფუნქციონირებდი და დავალიანებას აღარ მაწერდნენ. მაგრამ ორი წლის შემდეგ დავიწყე ფართის გაქირავება. ეს ,,ბიზნესმენებიც", როგორც შედიან ისე გადიან და მაინტერესებს რამე ადმინისტრაციულ ჯარიმას ხომ არ ვექვემდებარები? ყოველ 1-2 თვიან გაქირავებაზე უნდა ვირბინო დასუფთავებაში? თან ესენიც ხან პატარა ტექნიკის მაღაზიას ხსნიან, ხანაც ყავის, რომლებსაც ნაგავი საერთოდ არ აქვთ.(თუ აქვს ამას რამე მნიშვნელობა საერთოდ) პ.ს არ ვიცი სწორ განყოფილებაში ვპოსტავ თუ არა. წაშალეთ ხელს თუ შეგიშლით.
|