მოდერ მიცოცხლე რა ცოტა ხანს
ტელეფონი გამიფუჭდა
ტელეფონს აქვს გარანტია 3 წელი მეორე წელია და საგარანტიოში მითხრეს რომ მხოლოდ რემონტია უფასო ხოლო ნაწიული თუ იქნება საჭირო უნდა იყიდოვო.
ახლა რა მაინტერესებს პლატა ნაწილია? ჩემი აზრით პლატა არ უნდა ითვლებოდეს ნაწილად - პლატა არის თავად ტელეფონი და ეგ იგივეა გითხრან თქვენ ტელეფონს შევაკეთებთ ოღონდ სხვა ტელეფონი იყიდეთ მომიტანეთ და ეგააო )))) ეკრანი არის ნაწილი, ელემენტიც ნაწილია, პროცესორი, ოპერატიული. მაგრამ პლატა არის ძირითადი თუ პლატაა გამოსაცვლელი კეთილი ინებონ და მომცენ ახალი ტელეფონი.
ვისაც გქონიათ შეხება იქნებ გამარკვიოთ. თუ პლატაზე მითხრეს გამოსაცვლელიაო როგორ მოვიქცე?