თითქოს გუშინ იყო, პირველად რომ მოგილოცე დაბიდუბი.
როგორ მიქრის დრო.
თითქოს დედამიწამ სიჩქარეს მოუმატა და ბუნიაობიდან ბუნიაობამდე სულ ხტუნვით მირბის.
რა მაგარ დღეს ხარ დაბადებული.
1. გაზაფხულის ბუნიაობა. დღე და რამე ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. მზე ზუსტად აღმოსავლეთიდან ამოდის და ზუსტად დასავლეთით ჩადის. ზენიტში კი ზუსტად სამხრეთითაა. ამ დროს ჩრდილი ზუსტად ჩრდილოეთითაა მიმართული.
2. ვერძი. მამალი ცხვარი. ჭედილა. - ზოდიაქოს პირველი ნიშნის პირველი დღე. ზოდიაქური ახალი წელი.
3. თვის რიცხვი 21 უპრობლემოდ იყოფა თვის რიცხვით მნიშვნელობაზე (3) და ვიღებთ წმინდა რიცხვს - 7-ს.
4. თუ იგივე რიცხვებს ერთმანეთზე გავამრავლებთ, მივიღებთ 63-ს. შენ არ გეხსომება და ავტობუსის ეს მარშრურტი დადიოდა მეტრო "დიდუბიდან" თემქაზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იქ მეტრო არ იყო.
ფაქტიურად წმინდანი ხარ.
უჰ, გავყევი ფიქრებს.
დაბადების დღეს გილოცავ შევარდენო.
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”