#59372741 · 1 Jul 2022, 11:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ , ხერხემლის პრობლემა მაქვს უკვე წლებია (25 ის ვარ) მაქვს S ტიპის სქოლიოზი(გულმკერდის პროექციაზე სქოლიოზური რკალის გადახრა = 10 გრად. კობის მეთოდით) მაქვს ნაწილობრივ ბრტყელტერფიანობა და როგორც ექიმმა მითხრა მაქედან მოდის.
5-6 წელია ბევრგან ვიყავი სამკურნალოდ , თითქმის ყველაფერი მოვიარე , მასაჟები , ფიზიოტერაპია , ატლასი , წლებია ვცურავ მაქვს მყარი კუნთოვანი სისტემა.
რაშია პრობლემა . მკურნალობის შემდეგ მაქვს ხოლმე შედეგი, ვიცავ ყველა რეკომენდაციას მაგრამ რაღაც დროის შემდეგ(შეიძლება რამდენიმე დღის , შეიძლება კვირის) იგივე პოზიციაში მიბრუნდება . წრეზე ვტრიალებ. ტვინი მომე**ნა , ექიმებსაც ვერ დავაბრალებ ყველაფერს , მაგრამ ამ სამკურნალო ცენტრების უმეტესობა პროსტა ფულს აკეთებს .
ამ ბოლო დროს დავფიქრდი თურქეთში ოპერაციის გაკეთებაზე , რო ერთხელ და სამუდამოდ დავისვენო ამ პრობლემისგან.
რას მირჩევთ?
|