#50228211 · 25 Mar 2017, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სექსუალური დისფუნქცია ქალებში ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა.,რომელიც ბიოლოგიური,ფსიქოლოგიური და პიროვნული ფაქტორების კომბინირებული მოქმედების შედეგად ვითარდება. იგი ქალების 18%_76% აღინიშნება.მათ შორის 33% ლიბიდოს დაქვეითებას , 25% კი ორგაზმის უქონლობას უჩივის. სექსუალური დისფუნქცია იყოფა რამოდენიმე ჯგუფად: სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევები სექსუალური აგღზნების დარღვევები ორგაზმის დარღვევები მტკივნეული სექსუალური დარღვევები სექსუალური დისფუნქცია ქალებში – სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევებისას აღინიშნება სექსუალური ფანტაზიების მუდმივი ან პერიოდული უკმარისობა და სექსის მოთხოვნილების დაქვეითება ან არ ქონა. >>>> სექსუალური სურვილების ჰიპოაქტიური დარღვევები ვარირებს მსუბუქი ფორმებიდან (ლიბიდოს დაქვეითება) პარტნიორის მიმართ სიძულვილის შეგრძნებამდე. ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება იყოს თანდაყოლილი – სექსუალური სურვილის სრული უქონლობა, შეძენილი სექსუალური სურვილის ზოგადი დაქვეითება და შეძენილი სიტუაციური მდგომარეობა, როდესაც სექსუალური სურვილის დაქვეითება აღინიშნება მხოლოდ ჩვეულ სექსუალურ პარტნიორთან, ზოგადი სქესობრივი ლტოლვის შენარჩუნების ფონზე.
სექსუალური სურვილის დარღვევების მიზეზები მრავალია და მოიცავს ბიოლოგიურ (დაავადების უშუალო ზემოქმედება), ფსიქოლოგიურ (დეპრესია, საკუთარი პიროვნების დეზორიენტაცია), სოციალურ (კომუნიკაციური სიძნელეები, ხანგრძლივი შეკავების შემდგომ სექსუალური ურთიერთობის დაწყების მხრივ სიძნელეები), მედიკამენტოზურ ფაქტორებს
სექსუალური დისფუნქცია ქალებში – სექსუალური აღგზნების დარღვევები ხშირად დაკავშირებულია საშოს არასაკმარის ლუბრიკაციასთან. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სისხლმომარაგების დარღვევა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, პარტნიორთა ურთიერთობებში პრობლემები, არასაკმარისი სექსუალური სტიმულაცია.
სექსუალური დისფუნქცია ქალებში – ორგაზმის დარღვევები ქალებში შეიძლება გამოვლინდეს ორგაზმის მუდმივი ან პერიოდული დაქვეითებით ან სრული არქონით (ანორგაზმია ) ნორმალური სექსუალური აღგზნების ფაზის შემდეგ. მიზეზებს შორის უნდა გამოიყოს ფსიქოლოგიური ფაქტორები (მაგ.წარსულში სქესობრივი ძალადობის ფაქტი), სხვა განმაპირობებელი ფაქტორები მოიცავს არასაკმარის სექსუალურ სტიმულაციას, გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედებასა და ქრონიკულ დაავადებებს.
სექსუალური დისფუნქცია ქალებში – მტკივნეული სექსუალური დარღვევები;
და ბოლოს მტკივნეულ სექსუალურ დარღვევებს მიეკუთვნება დისპარეუნია და ვაგინიზმი.
დისპარეუნია სქესობრივ აქტთან დაკავშირებული გენიტალიების მიდამოში მდგრადი და მორეციდივე ტკივილის არსებობაა, ვაგინიზმი კი საშოს ზედა მესამედის მუსკულატურის უნებლიე მუდმივი ან პერიოდული სპაზმია, რომელიც იწვევს ტკივილის შეგრძნებას მენჯის მიდამოში.
სქესობრივი აქტის დროს ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა პათოლოგიებთან, მათ შორის ენდომეტრიოზი, სიმსივნური წარმონაქმნი მცირე მენჯის ღრუში, საკვერცხეების კისტის არსებობა, ვაგინიტები, არასაკმარისი ლუბრიკაცია, ოპერაციის ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გადატანის შემდგომი ნაწიბურის არსებობა და სხვა.
მოკლედ გაგაცანით.მინდა გავიგო ქალბატონების მოსაზრება ვის რა პრობლემა გაქვთ და რითი ებრძოლეთ პრობლემას?
|