#50306224 · 6 Apr 2017, 03:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით
ვარ დამწყები. ბაიკზე საერთოდ არ ვმჯდარვარ. enduro-ს მუღამი მაქვს და ვფიქრობ სულ დასაწყისისთვის ვიყიდო cz500.
პირველი მიზეზი რატომაც გადავწყვიტე ეს ბაიკი არის ის რომ ბიუჯეტურად ვქაჩავ.
მეორე მიზეზი არის ის რომ დამწყები ვარ და შეააბამისად მექნება შეცდომები რომლისთვისაც ამ ბაიკს მარტივად გავწირავ.
ყველაზე მეტად მაინტერესებს რამდენად პრობლემატურია (მაინც ძველი ბაიკია). რამდენად გამომადგება პრაქტიკის მიღებაში. რამდენად შეძლებს მატაროს უგზოობაში და ა.შ.
თავიდანვე მთებს და კლდეებს არ დავეჭიდები, ნელნელა დავიწყებ კუს ტბის მაღლა რომ ბილიკებია და თუ მართლა ისე გამისწორდა როგორც ოცნებებში მაქვს, მაშინ უკვე ბევრად თანამედროვე ბაიკისკენ გავიწევ.
კიდევ მაინტერესებს რამდენად მარტივია ვიზუალურად ამ ბაიკის გადაკეთება, აი ცოტა თანამედროვეს რომ დაემსგავსოს რა.
ნუ ალბათ მიხვდით რისთვისაც მჭირდება, ჩემპიონატებზე გასვლას და თასზე ბრძოლას არ ვაპირებ, ჩემ პონტში უგზოობაზე მინდა რომ გამისწორდეს და რამდენად გამომადგება ეს ბაიკი
--------------------
“In truth,there was only one christian and he died on the cross.”
|