მეგობრებო მოგესალმებით!
ზამთრის მოსაწყენი პერიოდი ცოტათი საინტერესო რომ გავხადოთ, გთავაზობთ შემომიერთდეთ ამ პატარა მოტოციკლეტის გადაკეთების მინი პროექტში, სადაც გაგიზიარებთ პროცესის ნიუანსებს, სირთულეებს და მივიღებ თქვენს რჩევებს, რეკომენდაციებს

ცოტა ხნის წინ შევიძინე პატარა კრუიზერი/ჩოპერი suzuki gn 125. ჩემი მიზანია საბოლოო ჯამში მივიღო პატარა კაფე ან უფრო სწორად brat-cafe. scrambler -ის იდეაც მომწონს, თუმცა საჭის პოზიცია საშინლად მაღიზიანებს და ავტომატურად brat- ი გმოდის..

დაწყებულია დაშლა-აღწერ-დახარისხების პროცესი:




არის ბობერის ვარიანტიც, მაგრამ ძრავი ძალიან პატარაა და ისევ კაფესკენ გადავიხარე.


ინსპირაციის წყარო

სავარაუდოდ ჩემი მოტო, ამასთან მიახლოებული იქნება.

გამოწერილი მაქვს, ფარი, სახელურები, პატარა სპიდომეტრი, ჩამხშობი, წიგნი და კიდევ უამრავი რამ.. მოკლედ 300$ ნაწილები ჯერ-ჯერობით.
თქვენი დახმარება მჭირდება შემდეგ საკითხებში.:
1. საბურავები R18, R16 ზომები არ ვიცი და ვინმე თუ ყიდის სტოკზე ცოტა უფრო სქელ საბურავებს, მიმასწავლეთ. მადლობელი ვიქნები.
2. სვარკი ხელოსანი, ცოტა ედვანსდ ტიპი, მილების ღუნვა და ლამაზი შოვის კეთება რომ შეეძლოს, გონება უჭრიდეს

3. აბივშიკი სკამის შესაკერად
4. ზედაპირის ქვიშით დამუშავება, 'პესკასტრუი', რამა და რამოდენიმე დეტალი მინდა დავამუშაო შეღებვამდე.
აბა მისურვეთ წარმატებები და დრო და დრო მოგაწვდით პროგრესს.