კანონი ყველასთვის კანონია!
ჩემს მშობლებთან ცხოვრობდნენ ამერიკელი მასწავლებლები, Peace Corp_იდან, სანამ პატარა იყო ჩემი და, რომ ამერიკელებთან ჰქონოდა შეხება ( ინგლისურად მიიღო განათლება, მერე და ძაან წარმატებული და ცნობილი ადამიანია კონკრეტულ სფეროში) …
3 თვიანი პროგრამა იყო.
ოჯახები უზრუნველყოფდნენ ამერიკელ მასწავლებლებს საკუთარი ოთახით, აბაზანით, საკვებით და უქმნიდნენ ოჯახურ, მეგობრულ გარემოს.
პირველი სტუმარი იყო ნიუ-იორკელი , იტალიელების შთამომავალი სტივენი, ადვოკატების ოჯახიდან, კაი ტიპი.
მამაჩემი ევასებოდა, განსაკუთრებით

)))
დიდი მარანი გვაქვს, ნაირნაირი ღვინოებით, მოჰყავდა მეგობრები და აჩვენებდა.
ბუხარში მწვადები, დედაჩემის ხაჭაპურები და ჭკუაზე არ იყო, ისე მოსწონდა პატივისცემა..
მეორე სტუმარი _ ვაშინგტონელი პატრიცია, პოლონური ფესვებით.
ეს ცოტა უცნაური გოგო იყო, სრული ვეგანი, შემწვარი გოჭი რომ დაინახა მაგიდაზე, კინაღაც ხელში ჩაგვაკვდა
ხოდა ჩვენმა პატრიციამ, 25-27 წლის იქნებოდა მაშინ, დაიწყო ბავშვებთან ფლირტი, სკოლაში!!
დედაჩემის მეგობრის შვილს “კერავდა” , არც ის ბიჭი იყო უარზე

)) 17 წლის, რამდენჯერმე მოაცილა სკოლიდან , მერე დედა ჩაერიადა
სასწრაფოდ გადაიყვანეს კახეთის რომელიღაც სოფლის სკოლაში.
ვერც იქ მოისვენა და კი “შეაცდინა” XI კლასელი ბიჭი, ერთად ვნახე თბილისში, მოგვიანებით, ეს კახელი მუტრუკი და ფითქინა ამერიკელი.
ძაან ცუდი სანახავი იყო მაშინ, ჩემთვის… ასე მეგონა, , დედა-შვილს ვუყურებდი…
ანუ, ქართულ სკოლაში თვალი დახუჭეს ამ ფაქტზე და ამერიკულ სკოლაში რომ მომხდარიყო იგივე ფაქტი, სასჯელი არ ასცდებოდა!!