თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იყრის კენჭს, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.
ელისაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ პოლიტიკურის ჯგუფებისგან აქვს შეთავაზება, რომ დედაქალაქის მერად საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, თუმცა, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამბობს, რომ შეთავაზება სხვა პოზიციებზეც აქვს. კონკრეტულად ვინ მართავს მასთან კონსულტაციებს, ამ საკითხზე საკრებულოს დეპუტატი ჯერ არ საუბრობს.
„დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ როგორ, მერობის კანდიდატი ვიქნები თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ამაზე ზუსტი პოზიცია ჯერ არ მაქვს ჩამოყალიბებული.
ჩემთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შემოთავაზებები არის, მათ შორის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. თუმცა, მე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ მაქვს. ნარმანიასა და ვიღაც თავქარიანებისგან განსხვავებით, მე სავარძელს ასე არ ვუყურებ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ იმ საქმეს უნდა შევეჭიდო, რისი შესაძლებლობაც მაქვს. გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით ვუყურებ. მოლაპარაკებებს, სხვადასხვა ჯგუფები აწარმოებენ. არა ერთი, არამედ რამდენიმე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, კონსულტაციები „რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთანაც“ ხომ არ აქვს? - ელისაშვილი ასე პასუხობს:
„ახლა ამ დეტალებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.
შეგახსენებთ, კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერად იყაროს კენჭი. არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს მასთან „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ აწარმოებენ.
http://www.ipress.ge/new/65086-aleko-elisa...d-viyaro-kenchiრესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ „რესპუბლიკელები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული დამოუკიდებლად გამოვლენ არჩევნებზე თუ რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების სახით.
კორძაია „აიპრესთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანდნენ და თბილისის მერობის კანდიდატად საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დაასახელონ.
თამარ კორძაია: რა თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. პოლიტიკური პარტია ვართ და არჩევნები არის ის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტია საკუთარ სიცოცხლეს ავლენს, პირველ რიგში ამომრჩეველთან ურთიერთობისას. ის გამოხატავს საკუთარ პოზიციებს, ქვეყნის განვითარების ხედვებს და ა.შ.
არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია?
რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია.
დამოუკიდებლად გამოხავალთ არჩევნებზე თუ მოსალოდნელია რომ რაიმე პოლიტიკური გაერთიანება შექმნათ?
ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს. ამას უახლოეს მომავალში ვითარება გვაჩვენებს.
კულუარებში ასეთი ინფორმაციაც არსებობს, რომ შესაძლოა „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანდეთ და თბილისის მერად ალეკო ელისაშვილი დაასახელოთ. რას იტყვით ამ ინფორმაციაზე?
კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუმცა, ამ წუთას ამ ინფორმაციის გამორიცხვაც არ შემიძლია. ამ სამ პოლიტიკურ სუბიექტს გადაწყეტილება მიღებული არ აქვს.
ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს?
არაფერი სიღრმისეული. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ამომრჩევლის სურვილებს გამოხატავს.
http://www.ipress.ge/new/65235-tamar-kordz...ebebi-ar-gvaqvsაბა რას იტყვით თანაფორუმელებო?