gia1970www.biogumus.ge
ესაა ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს და ყიდის ჰუმუსს და ჭიაყელებს. ფასებს ნახავთ საიტზე.
უფრო ვრცლად ქართული წყაროები არ ვიცი. მე ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობ ხოლმე ინგლისურენოვან მასალებს. ბიოჰუმუსი საკმაოდ ძვირი ღირს. რამდენიმე კვირის წინ სამთო ქიმიასთან ერთ-ერთ მაღაზიაში 200 გრამიანი შეფუთვით 5 ლარი ღირდა.
მიწის ნაყოფიერება რომ გაზარდო, წესით ბიოჰუმუსი მთელ ნაკვეთზე უნდა შეიტანო 5-10 სანტიმეტრი ფენის სახით. ძვირი გამოდის საკმაოდ.
მოთხოვნა არის კი. ზემოთ რომ დავწერე ის ორგანიზაცია დამატებით ინვესტიციებს დებს ახლა წარმადობის გასაზრდელად

ტონობით ითხოვს ხალხი.
ჭიაყელას სინათლე არ უყვარს. უნდა იყოს ბნელ ადგილას. თუმცა ტემპერატურა უნდა იყოს მდგრადი და ნორმალური. ასე რომ სარდაფი გამოდგება თუ ძალიან არ ცივა.
ჭიაყელები თავად მრავლდებიან ასე რომ ხელოვნური განახლების საჭიროება არ დგას.
ბიომასის ბიოჰუმუსად გარდაქმნას 3-4 თვიანი ციკლი სჭირდება. თუ შევადარებთ კომპოსტის ტრადიციული წარმოების ტექნოლოგიურ ციკლს, რომელიც 6-12 თვე გრძელდება, ბიოჰუმუსის წარმოების ვადა საკმაოდ მცირეა.
ჭიაყელა დღიურად თავისი მასის ორმაგი წონის საკვებს იღებს. ანუ 1კგ ჭიაყელებს დღეში 2კგ საკვები სჭირდებათ.