MKphotoძალიან დიდი მადლობა, მაგ აპარატისთვის გლდანიდან პეკინზე გავედი დღეს მაგრამ ღირდა

შევამოწმე და ყველაფერი მუშაობდა სატენის უსბ არ მოყვებოდა მხოლოდ (ცალკე ვიყიდე) და 80 ლარად მომცა, ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა

ძალიან ბევრი ე.წ ручные настроики აქვს ინგლისურენოვანი ინსტრუქცია მოჰყვა რუსული ვარიანტი ტელეფონში გადმოვწერე და უნდა ჩავუჯდე ხვალ.. ხელოვნურ განათებაზე ასეთ ხარისხს და სიმკვეთრეს არ ველოდი, სხვა სასაპნეებთან შედარებით უკეთესი მატრიცის დამსახურებაა აშკარად

ვიდეოც უმაგრესია.
ისე ეგ lens eror "ошибка обиектива" სჭირდა ჩემს ძველ canon a480-ს არ ვეპყრობოდი კარგად ბავშვმა დამიგდო რამდენჯერმე და ამას ვაბრალებ, ამჯერად ჭკუა ვისწავლე და თითს არ დავადებინებ.
მაგ აპარატის ჩაბარება მინდა სადმე თუნდაც ნაწილებად და ხომ არ იცით ვინმე? ტყუილად მიდევს მაინც და იაფად გავყიდი თუ ჩაიბარებენ.