#50227314 · 25 Mar 2017, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
David Zalkaliani გუშინ 19:12-ზე · ქართული დიპლომატიის მორიგი წარმატება- რამდენიმე წუთის წინ ჟენევაში პირველად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე მივიღეთ საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი რეზოლუცია! მადლობა ქართველ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს გაწეული საქმიანობისა და მხადაჭერისთვის!
2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა 43 სახელმწიფო. ადაამიანის უფლებებზე პასუხისმგებელ გაერო-ს ამ მეტად მნიშვნელოვან ორგანოში მიღებული რეზოლუცია წარმოადგენს ქართული დიპლომატიის მორიგ წარმატებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე. • რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. • დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. • ასევე, საბჭო მიესალმება საქართველოს თანამშროლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და სპეციალური პროცედურების მანდატების მფლობელებთან. • რეზოლუციაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განთლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევების ფაქტები, ასევე, ორივე რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევები. • აგრეთვე, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. • ხაზგასმულია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმები ვერ ახერხებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევას. საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს ამ რეგიონებში ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასებისა და პერიოდული მონიტორინგის აუცილებლობა. • აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევის დაუყოვნებლივ უზრუნველსაყოფად. • აღსანიშნავია ის, რომ ამ რეზოლუციით მოხდა არა მხოლოდ საკითხის ერთჯერადი წამოწევა, არამედ ეს დოკუმენტი წარმოადგენს საფუძველს შემდგომი პროცესის, რადგანაც რეზოლუცია ითვალისწინებს საბჭოს მომდევნო სესიებზე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხის განხილვას და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის მოსმენას საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე სესიებზე. • მიღებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სახეზეა საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა. დღეს მიღებული რეზოლუციით საქართველო კიდევ ერთხელ არის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|