#50233648 · 26 Mar 2017, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახელმწიფო აუქციონზე არის გასაყიდი ქონება, მშენებარე კორპუსის მეორე სართულზე, სადაც ჯერ მარტო საძირკველია ამოღებული და პირობაში არის დაბლა რაც წერია დართული, გთხოვთ გამარკვიოთ რას ნიშნავს, უკვე არის 30,000$ იპოტეკით დატვირთული თუ ეს იპოთეკა რომ ვერ გადაიხადეს მაგიტომ იყიდება?
პირობა ყურადღება!!! სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით რეგისტრირებულია ერთი რიგის 4 გარდამავალი იპოთეკის უფლება: სესხის ძირითადი თანხა - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 10000(ათი ათასი) აშშ დოლარი, 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, ჯამში 30000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, რომელსაც ერიცხება ყოველთვიური სარგებელი 3.5 პროცენტი, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან დავის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან სხვა ფორმით იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე ან იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლამდე, ვალდებულების შესრულების დრო 14.02.2015 წელი, თანახმად 04.07.2014 წლის #140700295 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და ხელშეკრულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 14.08.2014 წლის #140857264 შეთანხმებისა.
|