რაც მე ნაციონალებისთვის მაქვს ნაგინები და კი მომცეს შარშან ათწლიანი ვიზა...
ორჯერ ვიყავი უკვე და იქ გადაბირებაც

არ უცდია არავის...
არც ალმაცერად შემოუხედავთ საზღვარზე, როგორც ქართველისთვის...
არანაირი სამსახურის ცნობა და ამონაწერი არაა საჭირო...
შეავსე აპლიკაცია, გადაიხადე მოსაკრებელი და მიდი გადახდის ქვითრით და პასპორტით...
სად მუშაობ, ხელფასი რამდენი გაქვს და ა.შ... მაგას აპლიკაციაში წერ და იმის საშუალება კი ექნებათ, რო გადაამოწმონ, სწორია შენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია თუ არა...
მე რო გავედი არაფერი მქონდა...
არც რამე ცნობა, არც ჯავშნები, არც კონკრეტული გეგმა სად მივდიოდი და როდის...
რო გავედი წინ ჩემი აპლიკაცია ედო, ჩაიხედა და სამი კითხვა დამისვა სულ:
1. რატო გინდა წასვლა - ვუპასუხე ტურისტული მიზნით მეთქი
2. როდის და სად აპირებო - ვუთხარი ჯერ ვიზა მომეცით და მერე მოვიფიქრებ და გავაკეთებ ჯავშნებს, შემოდგომას ვაპირებ წასვლას (გაზაფხული იყო) და წინასწარ ხო არ დავჯავშნი მეთქი
3. სად მუშაობ და რამდენი გაქვს ხელფასიო - ეგეც ვუთხარი... არადა ფორმალური კითხვა იყო, აპლიკაციაში მეწერა ეგ... არც რამე ცნობა მოუთხოვია ან რამით დამტკიცება...
ხო და თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიაო, სამ დღეში ტნტ-თი გამოგიგზავნით პასპორტს და ვიზასო...
სანამ პასპორტი არ ავიღე და არ ვნახე ვიზა, მეგონა გამეღადავა ეს ###########, ესე მარტივად არ მომცემდა მეთქი...
აქედან დასკვნა - აპლიკაციას რომ ავსებ, გასაუბრებაზე გასვლისას 90% მაინც გადაწყვეტილია შენი ბედი...
თუ უარყოფითია აპლიკაციის შეფასება, მაშინ 100%-ით...
რაც გიწერია იქ, თითქმის ყველაფრის გადამოწმება შეიძლება...
ხო და მაგის მიხედვით წყვეტენ...
თუ ჩათვლიან, რომ არის რისკი ამერიკაში ბედის საძიებლად მიდიოდე, უარს გეტყვიან...
დაახლოებით ათამდე ჩემს თანამშრომელს ჩაურტყეს ვიზა ბოლო წლებში...
ნახევარი არც წასულა...
ისე გავიდნენ, ეგდოს ვიზა და რამე...
კერძო კომპანიაში ვმუშაობ, არც ნაცებთან მაქვს კავშირი, არც ქოცებთან... უბრალოდ აშშ-ის საელჩო ჩვენთანაა დაზღვეული და შეიძლება ვევასებით
This post has been edited by Frankens†ein on 30 Sep 2016, 11:11
Mens sana in corpore sano...