#50243854 · 28 Mar 2017, 08:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორი უ ნ დ ა იყოს 2027 წლის საქართველო?
ნაცებს ცხენის სათვალეები (წინ რომ იყურება მხოლოდ) გაუკეთა მიშამ და მხოლოდ წინ, 10 წლით წინ იყურებოდნენ. ბერმუდის/ჭიაბერაშვილის სამკუთხედი, ახალი გზა ვერეს ხეობაში, ავტობანი, ქოლცენტრის უბანი, ბათუმი, ანაკლია/ლაზიკა, ბალმორტ ჰოტელი (რისთვისაც დაანგრიეს ის სახლი), აეროპორტები, სამთოსატხილამურო კურორტები.. მოკლედ იმდენს შარიშურებდნენ და მერე ბაქიბუქობდნენ, რომ პროტესტი გაგვიჩნდა-შეგვეშვან, გვაცხოვრონ ჩვენს სიალალეში, ჩააგონ ეგ ჭოგრიტი და მათრახი..
და გამოვძერწეთ ქვეყანა ქოცნება. რომელიც კმაყოფილია აწყობილი ბიუჯეტით და ღებულობს მადლობებს იმ მათრახის დადუმებისთვის.
მაგრამ თვითკმაყოფილება რამდენ წელს შეიძლება გაგრძელდეს ისე, მცონარობაში რომ არ გადაიზარდოს? გაქნევას გამოქნევა მოჰყვება. თვითშეფასება სუბიექტურია, რ ხოლო დ რ ო ობიექტური. ის მოდის, ის იცვლება, ის სხვა მოთხოვნებს აყენებს. ის ფაქტის წინაშე გვაყენებს.
გავიხედოთ წინ, მადლობა ვუთხრათ უგულავას იმ 7 წლის წინანდელი ცვლილებებისთვის რის შედეგადაც დღეს ქალაქი დამხრჩვალი არ არის. მოვიქცეთ ისე, რომ 7 წლის მერე თავშისაცემი არ გაგვიხდეს ამ წლების უქნარობა.
რეალობა 2027 იქნება უფრო მკაცრი. ვიზრუნოთ რეალობა 2027 წლის თანმხლები სირთულეების განმუხტვისთვის დღეს.
იდეებს ველი თქვენგან. * * * დრონი ტაქსი რო მოგაკითხავს აივანზე, გადაჯდომა შეგეშინდება? ....................
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|