axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#50251435 · 29 Mar 2017, 07:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაივიწყეთ მიშაბიძინა და საქართველო გლობალურად იაზროვნეთ.
დედამიწა განსაცდელშია vs ცოტაც მოვითმინოთ და განცხრომით ვიცხოვრებთ 120 წლამდე ყველა.
შიზოფრენია სულის გაორებაა. დედამიწას სულის გაორება სჭირს.
დილით გებულობ რომ : ყველაფერი მარტივდება, ზეგ ელექტრომოტორები საწვავის ხარჯს არასაჭიროს გახდის, ეკო ენერგია თავზესაყრელად გვექნება. დიაბეტს, კობოს, გულის ხაავადებებს ჯადოსნურად აღმოფხვრიან, დაავადებულ ორგანოს ნაცვლად ახალს გამოზრდიან, დოვლათს რობოტები დააგროვებენ, ვირტ რეალობის სათვალით ყველანი მაგარი სპეციალისტები ვიქნებით, ერთ მრავალსართულიან სახლში 100 ჰექტარის ბოსტნეულს მოვიწევთ ჰიდროპონიკით, გენეტიკური კორექციებით სიკვდილის ვადას გადავავადებთ, ფსიქოლოგები, სოციოლოგები იდილიურ გარემოს დაგვახვედრებენ, ტურიზმი გამარტივდება და მსოფლიოს მოვივლით, ჩვენ შვილებს უფრო ვეყვარებით ვიდრე წინაპრები უყვარდათ თავის შვილებს (ფოტოვიდეო მახსოვრობის ხარჯზე)..
საღამოს გებულობ რომ: გლობალური საშინელება გვიახლოვდება, კლიმატი იცვლება, აგრო სექტორს კატასრტოფა ელის, ახალი ვირუსები აქტივიზირდება, მალე მაღალი მორბიდობის პანდემიის უნარის მქონე ვირუსი გადაგვივლის, რადიაცია, მძიმე მეტალებით ჰაერის დაბინძურება მატულობს, კიბო, ჰემატოლოგიური კიბოები მატულობს, ღვიძლს დედა არ ჰყავს, ასტმა, ალერგია, სიოპიდი, შიდსი,ჰეპატიტები, მანქანების რაოდენობა კატასტროფული სიჩქარით იზრდება მესამე მსოფლიოში 6მილიარდ მოსახლეში, დაგვახრჩობს გამონაბოლქვი, დედამიწის ფილტვები-ამაზონის ჯუნგლები პატარავდება, უდაბნო უტევს ყველა მხრიდან, გლობალური ფაუნა განახევრდა, მარჯნის რიფები მოკვდა, მაგნიტური პოლუსები შეიძლება შეიცვალოს და რადიაციისადმი დაუცველი დაგვტოვოს, გვალვამ შაქრის მოსავალი რომ ჩააგდოს შიმშილობა დაიწყება, მესამე მსოფლიოში სქესის სეკექციის გამო 60% ბიჭი იბადება, რომელსაც სრულწლოვანობაში ომი და კარგი მსოფლიოს აოხრება მოუნდება, გოლფსტრიმი მიმართულებას იცვლის, ევროპა ციმბირს დაემსგავსება და მსოფლიო ორიენტირს დაკარგავს, ჩინეთი აშშს იყიდის და გაბატონდება, პისტოლეტიანი დრონებით ერთ დღეს ტერორისტები ყველა ქვეყნის ლიდერს მოკლავენ, ინტერნეტის ქსელს ტერორისტ/ჰაკერები ხანგრძლივად დააქუცმაცებენ, ინტერნეტის წყვეტა გამოიწვევს რეალურ და ეკონომიკურ კატასტროფებს, ელიტური ერები დემოგრაფიულად მოკვდება, მოსახლეობის სიჭარბე,იარაღის სიჭარბე, მამაკაცების სიჭარბე, ეკოლოგიური კატასტროფა და შედეგად შიმშილი ეს თივა და ცეცხლია ერთად -იქნება ომები, იქნება მოსახლეობის მასობრივი დევნილობები..
რაღაც .. ნეგატიური სცენარი უფრო მეტი გამომივიდა. ჰა? რას იტყვით. რისთვის ვემზადოთ და როგორ? სმოკინგი ვიყიდოთ თუ სკაფანდრი? ტირამისუ ვჭამოთ თუ ფქვილი მოვიმარაგოთ?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|