გთავაზობთ საღებავის შემოწმებას ძარის ელემენტებზე და ავტომობილის დათვალიერებას ავარიულობაზე.თქვენ ზუსტად გაიგებთ თუ რომელი ელემენტები იყო დაზიანებული ავტომობილის ძარაზე , იყო თუ არა შეღებილი , ადევს თუ არა "შპაკლი" და რამდენად ხარისხიანად იყო შესრულებული სარემონტო სამუშაოები.
რატომ არის ძარის ელემენტების შემოწმება მნიშვნელოვანი?1. უსაფრთხოება. სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ აღდგენილი ძარის ელემენტები კარგავენ მდგრადობას ,რაც ზრდის მგზავრების დაზიანების ალბათობას.
2. ავტოსაგზაო შემთხვევაში ნამყოფ ავტომობილში არსებობს ალბათობა არაკეთილსინდისიერად იყოს აღდგენილი "აირბაგები"
3. ავტომობილის ყველა ელემენტის ექვემდებარება გამოცვლას გარდა ძარის.
4. აღდგენილი ძარის ელემენტები ადვილად ექვემდებარება კოროზიას.
5. აღდგენილი ავტომობილის გაყიდვა საბაზრო ფასად გაცილებით რთულია.
რათქმაუნდა მსუბუქი დაზიანების და გადაღებვის შემთხვევები ხშირია და აუცილებელია სწორად დათვალიერება რათა გავიგოთ მანქანის მდგომარეობა.
ჩვენ გთავაზობთ:1. ავტომობილის ზოგადი დათვალიერება
2. საღებავის შემოწმება სპეც. მოწყობილობით. (არ არის ჩინური იაფფასიანი საზომი, ყველა აზომვები ხორციელდება მიკრონების დონეზე.)
3. საპოხი სითხეების შემოწმება (არის თუ არა ნორმაში გიდრავლიკის, სამუხრუჭე და ა.შ სითხეები).
4. ვინ კოდის შემოწმება (რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ავტომობილის სურათბის მოძიება ამერიკის აუქციონებიდან თუნდაც წლების წინ ჩამოყვანილის)
5. რჩევები კონკრეტულ ავტომობილთან მიმართებაში.
დაგვემატება:
პორტაბელური კომპიუტერული დიაგნოსტიკა (არა იაფფასიანი OBD სკანერით).
მოგვმართეთ თუ არ გსურთ იყიდოთ ასეთი ავტომობილი ან საფუძვლიანად დააკლებინოთ გამყიდველს ფასი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე.