ადმინ ცოტა ხანი მიცოცხლე ამ განყში შენს გახარებას!
მოკლედ კომპი აღარ მერთვება!! მაქვს P5K PRO მაზერი (P35 ჩიპსეტი, DDR2) და Q6600 პროცი. მუშაობდა უპრობლემოდ. შევცვალე დაბრედილი პროცის ქულერი, და რაც ავაწყვე მას მერე აღარ ირთვება.

დიდი რადიატორი აზის ამ პროცს (Hyper 212) და ქულერის მოსახსნელად მაზერის ამოღება და რადიატორის მოხსნა (რომელიც მაზერის უკნიდან ეჭირება) დამჭირდა. ვვარაუდობ რომ ამ დროს რაღაც დავაზიანე. დაყენებისას რადიატორის ბოლტებს (მაზერის უკან) ძაან გადავუჭირე და ერთი ბოლტი მოტყდა (ვერ მოვიშალე ეს ზედმეტი გადაჭერის ჩვევა

). შეიძლება ამ ზედმეტი გადაჭერით რამე დაზიანდა.....
რო ვრთავ, ქულერებს ატრიალებს, მაგრამ ეკრანზე არაფერი იწერება. ბიოსის პოსტი ან ლოგო, არაფერი არ იწერება საერთოდ მონიტორზე. კეისის "სპიკერი" ბიოსის პოსტის დროს რო სიგნალს იძლევა - ეგ არ მაქვს (გაფუჭებულია) ამიტომ არც აუდიო ფიდბექი მაქვს რა ხდება. მოკლედ ბრმა არი და ყრუ. ქულერებს ამუშავებს, DVD-rom-ისგანაც ისმის ხმა.... აი კლავიატურაზე კი ინდიკატორები არ მუშაობს (ჩამქრალია ყველა) Caps Lock და მისთანები. მოკლედ კლავა და მაუსი (usb-ა ორივე) გინდ ყოფილა შეერთებული გინდ არა, არ ანათებს არცერთი. თუმცა ეგენი მგონი ბიოსის პოსტამდე არც ირთვებიან.
რისი ბრალი იქნება? მაზერია ნამდვილად? იქნებ პროცი? პროცი რო იყოს დაზიანებული ეკრანზე ვერაფერს დაწერდა?
რა წყალში ჩავვარდე, რამე ვარიანტი არის?..
775-ზე მაზერს არავინ ყიდით? (შედარებით ბოლო ჩიფსეტები, p35 და ზემოთ)