გუშინ ვახტანგ მეგრელიშვილმა დათვალა აეროსმიტის მაგალითზე
ბლექ სი არენაზე არის დაახლოებით 10,000 ადგილი
ბილეთის ფასი - 50-დან 200 ლარამდე
საშუალოდ ავიღოთ 100 ლარი
კონცერტისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან ხარჯავს 5,5 მილიონ ლარს
ანუ, ერთ ადგილზე 550 ლარს
ანუ, ანუ, ერთ საკონცერტო ადგილს მთავრობა ასუბრისიდირებს დაახლოებით 450 ლარით
ანუ, ანუ, ანუ - იმისათვის რომ ერთი ადამიანი დაესწროს აეროსმიტის კონცერტს, ის იხდის (საშუალოდ) 100 ლარს და მთავრობა უმატებს 450 ლარს (4.5-ჯერ მეტს)
საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი შესძლებს ბილეთში საშუალოდ 100 ან თუნდაც 50 ლარის გადახდას (პლიუს ურეკში წასვლა-წამოსვლა)?
ანუ, ანუ, ანუ, ანუ - ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობა იხდის გადასახადებს ბიუჯეტში - შემდეგ ამ ფულს იღებს მთავრობა და უფინანსებს აეროსმიტის კონცერტზე დასწრებას იმ მოქალაქეებს რომლებსაც ბილეთში 50 ან 100 ლარის გადახდის შესაძლებლობა მაინც აქვთ
ხვდებით რა უკიდეგანო მარაზმია?
ახლა დაამატეთ ამას ჯემ ფესტისთვის მიცემული 2 მილიონი + ჯაზ ფესტივალი + ხეზ რეები
და მიიღებთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს
ამას დაუმატეთ ზიანი რომელიც ადგება ამ სფეროში მომუშავე იმ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს ბიუჯეტიდან მსგავსი მხარდაჭერა, რომელიც ახლა დგება ფეხზე და მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებების გამო არაკონურენტულ გარემოში და 'გაფუჭებულ' ბაზარზე უწევს თავის გადარჩენა
და იქნებ მიხვდეთ რა მასშტაბის იდიოტობაა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პროგრამების დაფინანსება ან, ზოგადად, კულტურის სამინისტროს არსებობა
ჯაფარას პოსტი
https://www.facebook.com/japaridzez/posts/1253447428077287
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//