#50255168 · 29 Mar 2017, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
მჭირდება იურიდიული რჩევა ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით.
ბინა, სადაც მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ უკვე 25 წელია, პრივატიზირებული არ არის. გვაქვს ბინის ორდერი, სადაც 5 ადამიანი ვართ ჩაწრილი, აქედან 4 მე და ჩემი ოჯახის წევრები და მეხუთე 1996 წელს გარდაცვლილი პაპაჩემი. სამწუხაროდ მამაჩემმი მემკვიდრეობის მისაღებად არ მივიდა ნოტარიუსთან თავის დროზე როცა სამკვიდრო იყო გახსნილი. პაპაჩემს ჰყავდა მეორე ცოლი (მამაჩემის დედინაცვალი), რომელიც მივიდა პაპაჩემის მემკვიდრეობის მისაღებად რადგან მათ საკუთარი სახლი ქონდათ, რომელიც ამ ქალმა გადაიფორმა.
ახლა როდესაც მიმართეთ ნოტარიუს, ნოტარიუსმა გვითხრა უარი მემკვიდრეობის მიღებაზე იმ მიზეზით რომ პაპაჩემის დანართი ქონება რომელზეც მივმართეთ უკვე გადაცემულია მის მეუღლეზე. ეს ქალიც გარდაიცვალა 2006 წელს მემკვიდრის გარეშე. ახლა კიდევ ვისაც მივმართე ყველა სხვადასხვა გზას მირჩევს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ახლა გვსურს ბინის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, მაგრამ რადგან პაპაჩემი გარდაცვლილი და მისი წილის სამართლებრივი მემკვიდრე არ არის დადგენილი ამიტომ ვერ ვახერხებთ.
თუ ვინმეს გქონიათ მსგავს შემთხვევასთან შეხება გთხოვთ დამეხმაროთ.
დიდი მადლობა წინასწარ
|