18:24 29-03-2017
ქუთაისში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს გორის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...mskhverpla.htmlკიდე ერთი რევოლუცია უნდა მოხდეეს რომ ამ შუმახერებს მიეხედოს?
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“