„პარტიზანი მეგზევეები“ - „ჩვენს გზებზე არსებული ეს აუტანელი მდგომარეობა ევროპას კი არა გამოქვაბულს გვაახლოებს“„პარტიზანი მეგზევეები“ მიიჩნევენ, რომ გზებზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად ჯარიმების გაზრდა შეიძლება არ იყოს ეფექტური და უფრო მნიშვნელოვანია დაჯარიმდეს ყველა მძღოლი რომელიც მოძრაობის წესებს არღვევს.
„„პარტიზანი მეგზევეები“ ვაგრძელებთ ჩვენს პარტიზანულ საქმიანობას. ამჯერად კიდევ ერთ პრობლემას გვინდა შევეხოთ და ეს პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჩვენს საქალაქო, თუ საქალაქთაშორისო გზებზე, თუ ფინანსური სახსარი იქნება, გზებს მოევლება.
ტროტუარების გათავისუფლებაც შეიძლება მანქანებისგან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოწესრიგებაც (ტრამვაის დაბრუნება მათ შორის) და ავტოსადგომების მშენებლობაც.
ჩვენ, „პარტიზანი მეგზევეები“ ვფიქრობთ, რომ ჯარიმების გაზრდა შეიძლება სულაც არ იყოს ეფექტური. უფრო მნიშვნელოვანია დევიზი - არ აცდეს ჯარიმა არცერთ დამრღვევ, თავნება, უპასუხისმგებლო მძღოლს! ჯარიმა ყველა ასეთ „მესაჭეს“! პატრულის მეტად გააქტიურება, მეტი სათვალთვალო კამერა....
საჭიროა შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ტელევიზიის ჩართვა, ყველა პლატფორმის და ფორმატის გამოყენება...
იმედია საგზაო თუ საფეხმავლო ინფრასტრუქტურას თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები მიხედავენ - გაზაფხული დადგა და თან საარჩევნო წელიწადია!
იმედია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტად გააქტიურებს საპატრულო პოლიციის საქმიანობას ამ მიმართულებით!
ჩვენს გზებზე ქაოსია! ამას ადამიანები ეწირებიან!
ჩვენს გზებზე არსებული ეს აუტანელი მდგომარეობა ევროპას კი არა გამოქვაბულს გვაახლოებს“ - წერს „პარტიზანი მეგზევე“ იმედა დვალიძე სოციალურ ქსელში.
http://news.ge/ge/news/story/213520-partiz...uls-gvaakhloebsრა გვინდა ევროპაში.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo