მოგესალმებით.
ასეთი სიტუაციაა მოკლედ.
წინა წლის ნოემბერში დავიწყე თბილისში ინტელექტუალური თამაშების გამართვა, განსხვავებული ფორმატით.
ხოდა ეგ სისტემა რომ მოეწონათ სხვებს, დაიწყეს თამაშების გამართვა.
რა მაწუხებს:
1) უსიამოვნო მომენტია, შინაგანად
2) ხალხს ვერ წამართმევენ, მაგრამ ახალი მოთამაშე რომ გამოჩნდეს ეგონება რომ მე ვარ პლაგიატი და არა ის ორგანიზაცია, რომელიც პირველად ნახა. სახელი გამიტყდება. თან ისე ხდება, რომ ჩემ დასმულ, ნაწვალებ შეკთხვებს სვამენ სხვაგან. მარაზმია.
საქპატენტის საიტზე გადავეყარე ასეთ მუხლს:
3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.რაშემიძლია მოვიმოქმედო? ჰა?
თამაშის ბმული იხილეთ აქ:
https://www.facebook.com/OtaraantQuiz/ This post has been edited by Natradze13 on 31 Mar 2017, 13:00