”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას.
”ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით. აშკარაა, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალი ტალღით ცდილობს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების გადაფარვას.
ირაკლი ჩხვირკია პარტიული განაწესის დარღვევის გამო აღარ არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თუმცა ერთია პარტიული დისციპლინის დარღვევა და მეორე - სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, რაშიც მას ივანიშვილის პროკურატურა ბრალს სდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ.
ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...-avrcelebs.html"ირაკლი ჩხვირკია არის ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის მსხვერპლი.
აბსურდულია მისი დადანაშაულება ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ჩხვირკია აღარ არის ჩვენი პარტიის წევრი, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველმხრივ დაუჭერს მხარს მას", - წერს ნუგზარ წიკლაური Facebook-ში.
შეგახსენებთ, აჭარის პოლიციამ მერაბ ღოღობერიძე და ენმ-ს ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია ბათუმიის აქციის ორგანიზებასა ან ხელმძღვანელობას ბრალდებით დააკავა.
დაკავებულების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მათზე თავდასხმა.
http://www.ipress.ge/new/69497-nugzar-tsik...mis-mskhverpliaაქვე ბონუსად და განსჯისთვის
ენმ ირაკლი ჩხვირკიას ემიჯნება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის განცხადებით, პარტიის წევრი ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხეს.
“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია”, – წერია განცხადებაში.
პარტიის განცხადებას სოციალურ ქსელს ფეისბუკზე გამოეხმაურა ირაკლი ჩხვირკია, რომელმაც განაცხადა, რომ იგი პარტიის წევრი არ ყოფილა.
“ვადასტურებ რომ გამრიცხეს, მაგრამ ალბათ უფრო გამემიჯნენ, რადგან არასოდეს ვყოფილვარ პარტიის ოფიციალური წევრი და არც რაიმე პარტიული თანამდებობა მქონია!
გამრიცხეს მხარდამჭერთა რიგებიდან… ნუ ღელავთ ჩემო მეგობრებო, ნუ ღელავთ! ის, რომ ამდენი წლის პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად, არსად არასდროს არ მეჭირა არავითარი პარტიული თანამდებობა, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ბევრად მეტი მიზანი და ბევრად უმთავრესი იდეა, ვიდრე რაიმე სახის თანამდებობა შეიძლება იყოს!!! იდეა ერთია და მას ჰქვია ” ერთიანი, ძლიერი და განვითარებული საქართველო” და ამ იდეის განხორციელებას შევეწირები სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო”, – განაცხადა ჩხვირკიამ.
http://netgazeti.ge/news/179718/როდის არიან გულწრფელები ენემ-ში?
This post has been edited by Free_World on 24 Apr 2017, 14:08