ნახეთ რა დღეშია ეს სააკიანცის სიამის კატა
მიტროპოლიტი პეტრე ახალაიებზე - „პატრიარქი ამ ოჯახის მიმართ გამორჩეული იყო, მათ გულწრფელ სიახლოვეს გრძნობდა“
30 მარტი 17:31
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებით, ახალაიების ოჯახს ქვეყანა უყვარდა და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ საქართველოში რეფორმების გასატარებლად. მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქი ამ ოჯახისადმი ძალიან დადებითად იყო განწყობილი. ამის შესახებ მან ეკა ხოფერის თოქ-შოუში განაცხადა.
„პატრიარქი ამ ოჯახის მიმართ გამორჩეული იყო, მათ გულწრფელ სიახლოვეს გრძნობდა, იმდენად უყვარდა, რომ როცა ბაჩო შემოვიდა, ფეხზე წამოდგა და თქვა - შინაგან საქმეთა მინისტრს მივესალმოთო და ტაში დაუკრა, მთელი დარბაზი აჰყვა. 2-3 თვეში ეს ადამიანი ხვდება ციხეში. ადამიანი, რომელიც თავისით ჩამოვიდა და თვითონ მივიდა პროკურატურაში, ესეც დასაფასებელია“, - აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე.
http://news.ge/ge/news/story/213521-mitrop...loves-grdznobda