ფეხბურთი არის გასართობი ბიზნესი, არცერთ ქართულ გუნდს არ შესწევს ძალა რომ მაყურებელი მიიყვანოს მოედანზე და თუნდაც ერთი ფეხბურთელის თამაშით დაატკბოს მაყურებელი.
მაყურებელი არ მიდის მოედანზე არ იხდის ფულს სანახაობაში რადგან ის დაბალი დონისაა. მერე იწყება მთავრობასთან სიარული და ფეხბურთის პატრიოტულ/ტრადიციულ საქმეთ გამოცხადება.
მთავრობა (მოპარვას თავი დავანებოთ) აძლევს ფულს, ანუ სუბსიდირებას ახდენს. ხალხი წინააღმდეგია ამ ფულის გამოყოფის მარა ვინ ეკითხება ხალხს? ანუ პრობლემა იმაშია რომ სახელმწიფო ფულს ხალხი არ განაგებს.
რა მაგარი სიტუაციაა არა? ჩემი ფული ვის მივცე იმას მე არ მეკითხებიან

განა მეტი რა არის დიქტატურა? თურმე მე უნდა ჩემი შემოსავლის 20 პროცენტი უნდა მივცე იმას ვინც ამ ფულს ხელფასად იღებს და სამუშაოს არ ასრულებს სათანადოდ.
არა მარტო ფეხბურთშია ესეთი ამბავი. ყურძნის ამბავი ავიღოთ. ღვინის წარმოება არის ბიზნესი და მან თავად უნდა შეძლოს მოგებაზე მუშაობა, თუ ვერ მუშაობს ვინმემ ამიხსნას რატო არ უნდა გადავიტანო დაფინანსება მაგალითად მეფუტკრეობაში, თუ კი ის მეტ მოგებას მომიტანს? ეკონომიკა ხომ მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს? მაგრამ აქაც მიდის ყურძნის გასაკრალურება და ტრადიციულ მასშტაბში ატანა. არადა რო გაიგოთ ის ციფრი თუ რამხელაა ყურძნის მთლიანი ბიზნესი სიცილით გასკდებით. ამ მცირე თემას გადააყოლეს მთელი პოლიტიკა, რუსეთში გავიტანოთ უნდა ყურძენიო, ჩააბეს ტრადიციას და კულტურას და აქციეს რაღაც სისულელეთ როდესაც ჩვეულებრვი ბიზნესია ზუსტად ისეთივე როგორც მაგალითად კარტოფილის მოყვანა. რამდენია ესეთი თემები იცით? რამხელა ფული იხარჯება ამ სისულეებში იცით? და ამ ყველაფერს აპრავებენ ტრადიციით, კულტურით, საკრალურობით. როდესაც სჯობს საცოდავ პენსიონერებს მოვუმატოთ პენსია ან საავადმყოფო ავაშენოთ და უფასოდ ვუმკურნალოდ გაჭირვებულებს. აბა წარმოიდგინეთ რამდენი სიკეთის გაკეთება შეიძლება იმ ფულით რასაც ფეხბურთს აძლევენ. ან თუდაც 5:0 ჩვენ მოგვეგო გარეთ რომ პენსიონერი მათხოვრობს იმას რა ამით, ჩვენი დავტკბებით სიამაყით ის კი შიმშილს ებრძვის, სპორტმა თავისით უნდა იშოვოს ფულის როიგორ უნდა ისე, თუ არ იარსებებს საერთო არც არაფერი დაშავდება ამით, სიამაყე იმაში უფრო მეტია რო გაჭირვებული არ გვეყოლება.
ზოგადად შესაცვლელია მიდგომები ქვეყნის განვითარებასთან, წამგებიანია, დავაი დასვიდანია არ მაინტერესებს. ვერ გადარჩება მკიდია, სხვა სფეროს ამოვქაჩავ და მაგ პროდუქტს თუ მჭირდება ვიყიდი სხვაგან უფრო იაფად. სანამ ხალხი ბოლდება ტრადიციულობით და არაპრაგმატულად უყურებს ეკონომიკას მანამდე ვიქნებით მაჩანჩალები. ამ ტრადიციულობაში და წარმატების მოთხოვნით ცრუ ამბიციებია რომლითაც გამოჭერილი ყავთ ერი და მართავენ. ნუ უყურებთ ფეხბურთს და ვსიო. დახურეთ ფორუმზე ყველა თემა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით, ეს იქნება ყველაზე მაგარი ნაბიჯი, ჩვენს სივრცეში შევძლებთ იმის გაკეთებას რის გაკეთების საშუალებასაც არ გვაძლევს მთავრობა საერო სივრცეში.
დაიხუროს ყველა თემა ქართულ ფეხბურთთან დაკლავშირებით. შევძლებთ თუდაც ფორუმზე ამის გაკეთებას?