დიდ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ლონდონში, ევროპის სახლში, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საზემოდ აღნიშნეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა. სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა მიმართა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, მონაწილეობას იღებენ ლონდონში, ვესტმისტერის სასახლეში, ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში.
წყარო
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...daestsrnen.htmlრა მაინტერესებს:
ვთქვათ, როცა თვითონ ბაზრობს, შპარგალკიდან ბაზრობს, სავარაუდოდ ქართული ასოებით ინგლისური ტექსტიდან
მაგრამ ეს ინგლისელები რომ ბაზრობენ, პროსტა სასარგებლო იდიოტივით იღიმება და თავს იქნევს? :user:
ნუთუ მასტი იმდენად თავხედია, რომბთარჯიმნის საჭიროებას ვერ აღიარებს