ეკონომიკური ზრდის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები არის ძალიან კარგი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ვიწყებთ კარგი სტარტით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 4.2%-იანი ზრდა არ არის იდეალური და ხელისუფლებას სურს უფრო მეტი.
”ეკონომიკური ზრდის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები არის ძალიან კარგი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ვიწყებთ კარგი სტარტით. მითუმეტეს ამ ფონზე, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებმაც შესაძლოა ცოტა ზიანი მაინც მიაყენოს ამ ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სახელწმიფო დიდ რესურსს ხარჯავს ეკონომიკურ ზრდისთვის. ეს ყველაფერი კეთდება ეკონომიკური წინსვლისთვის. რეგიონში ვართ ლიდერები, თუმცა გვესმის, რომ 4.2% არ არის იდეალური და გვინდა უფრო მეტი”, - განაცხადა გახარიამ.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-vitsyebth.htmlაქამდე არ უნდა გაგეხსნათ თემა თქვე დაუნახავებო???

4,2 ზრდა აღნიშვნას მოითხოვს.
ანძა განათდეს!