დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამ ქვეყნად, სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არვ ტარასტა სწყალობს, წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, - გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, ხან შავაბიჯერ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე, რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წამნი და წამწამნი იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა, ვისაც დღესნამდე ვმტერობდი,
- იგივე მიყვარს, იგივე, ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს - კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, - ჯერ ისევა ვარ ფხიანად.
This post has been edited by ბანჯოო on 10 Jun 2017, 21:10