კახეთში 81 წლის ქალის დამწვარი ცხედარი იპოვეს - ახლობლები ვარაუდობენ რომ ის მოკლულია
21:32 2017-04-03
კახეთში 81 წლის ქალის ცხედარი მის კუთვნილ ვენახებთან ნახეს. მოხუცი ქალის სხეულს დამწვრობის ნიშნებიც აქვს. ოჯახის ახლობლების თქმით, ქალი ნაწამები და მოკლულია, რადგან მათი თქმით ცხედართან ცივი იარაღიც იქნა ნაპოვნი. შემთხვევა 2 მარტს მოხდა.
შსს-ს საქმეზე ძიება 115-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეში არსებული მტკიცებულების მიხედვით გარდაცვალების მიზეზი სხეულის თერმული დამწვრობა გახდა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=137001-%E1%...%83%A0%E1%83%98