GTX260გაიხარე
მოკლედ ჩამოვწერ მახასიათებლებს
2 HDD და 4 ssd უმაგრდება მაზერის უკანა მხარეს, ცოტა დაბლა, არ უშლის ხელს ქულერის სამაგრებს, წინ აქვს ორი დვდ-ის ადგილი ან ორდინიანი რაც გინდა ჩასვი
აქვს სპეციალური პლასტმასი წინიდან შემოსულ ჰაერის ნაწილს უშვებს HDD/ssd-ებზე უკან, შესაძლებელია მოხსნა და მთელი ჰაერი წინ მიიმართება.
დგება ყველანაირი ზომის დედაპლატა, მინიდან დაწყებული e-atx დამთავრებული
3X120მმ ან 3X140მმ ფანი წინ, მაღლა---3X120მმ ან 2X140მმ, უკან 120მმ დაბლა 120/140მმ
აქვს თავისი ფანკონტროლერი, წინა პანელზე აქვს 2უსბ2.0, 2უსბ3.0 
360/280/240მმ რადიატორი წინ და მაღლა, დაბლა 140/120მმ
აქვს რეზერვუარების სპეციალური ადგილი უკან და წინაც
აქვს ასევე ძალიან კარგი კაბელმენეჯმენტი, არანაირად არ ჭირს კაბელების დაწყობა ლამაზად, რაც ტრუპერზეც მიჭირდა და V71-ზეც, ხშირად მარჯვენა გვერდი საწვალებელი დასახური იყო ხოლმე
ორივე გვერდი ეხსნება ხელის დაჭერით, და არა შურუპებით, მაღლა მხარეს და წინ ოდნავ დააწვებით ფილტრებს და ამოიწკაპება კოხტად, არაა საჭირო სახრახნისი და უბედურება 

აქვს სახელურები რაც გამოსადეგია ასაწევად, ეს  როცა ყველაფერი დევს კეისში მოსახერხებელია, 35 კილოზეა გათვლილი, არა მგონია მეტი წონისთვის დაჭირდეს ვინმეს ფორუმზე 

კლავიატურა იდება სახელურებს შორის ეს ბევრი არაფერი მაგრამ ყურსასმენის საკიდიც აქვს ეს კი გამოსადეგია 
 This post has been edited by mail10 on 4 Apr 2017, 23:29  
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
 This post has been edited by mail10 on 4 Apr 2017, 23:29  
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
